ჩვენ დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი - დრო, 2020 წლის ბოლოს ანაკლიის პორტს  პირველი გემები უნდა მიეღო

ჩვენ დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი - დრო, 2020 წლის ბოლოს ანაკლიის პორტს პირველი გემები უნდა მიეღო

access_time2020-06-30 19:00:07

 „ჩვენ დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი - დრო, 2020 წლის ბოლოს ანაკლიის პორტის  პირველი ბაზა უნდა დასრულებულიყო და  პირველი გემები მიეღო. თუმცა იმ სტადიაში ვართ, რომ მშენებლობის დაწყებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებშია,“ - ასე აფასებს   Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში ანაკლიის კონკურენტი, ტამანის პორტის დასრულების შესახებ ინფორმაციას.


ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმა წყლოვანი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეიდან პორტი 220,000 ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უკვე შეძლებს. ამჟამად ექსპლოატაციაში შეყვანილია ტამანის პორტის ოთხივე ნავმისადგომი, სადაც ღრმა წყლოვანი სამუშაოები პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფარგლებში ჩატარდა.


ტამანის პორტი - პირველი საფრთხე ანაკლიის პორტის აქტუალობის შენარჩუნების პროცესში, ფლობს კონკურენტუნარიანობას, გამტარუნარიანობას,  სიმძლავრესა და იმ უპირატესობებს სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით რეგიონების დაკავშირების პროცესში, რაც ანაკლიის პორტისა და ინფრასტრუქტურული განვითარების დაჩქარების შემთხვევაში საქართველოს შეეძლო ჰქონოდა. როგორც Hub Georgia-ში განმარტავენ, დაკარგული 8 წელი შეეძლო მთავრობას თანმიმდევრული ქმედებებისთვის გამოეყენებინა და მათი ნაბიჯები სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო.


„არც ტამანის პორტი და არც ანაკლია არ იყო ცალკე მდგარი პორტის პროექტი, აქ იქმნებოდა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივა. ტამანის პორტთან ერთად, რუსეთი ავითარებს სანაოსნო  არხს, რომელსაც არქმევს „ევრაზიას“ და ზრდის მის გამტარიანუნარიანობას შავ და კასპიის ზღვებს შორის, რომელიც ერთ-ერთი დამაკავშირებელი არტერიაა შუა აზიის ქვეყნებში ჩინეთსა და ევროპას შორის და  განიხილებოდა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით. ანაკლიის პორტთან ერთად, უნდა მომხდარიყო რკინიგზის მოდერნიზაცია, ასევე ავტობანის მშენებლობის დასრულება აზერბაიჯანის საზღვრიდან დასავლეთ საქართველომდე -  ერთობლიობაში უნდა გაზრდილიყო საქართველოს სატრანსპორტო გამტარიანობა.  შედეგად, ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც დაკავებულია ტვირთების გადაზიდვით, უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ დერეფნით და საქართველოში სხვადასხვა ლოგისტიკური ჰაბების მოწყობით.  ანაკლიის პორტის შეფერხებამ სწორედ ეს პერსპექტივა შეაფერხა,  დროში გააჭიანურა,“ - განმარტა ვასო ურუშაძემ.

 

რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ან პოტენციური ინვესტორები ანაკლიის პორტის პროექტს, კარგავს თუ არა აქტუალობას ანაკლია, როგორც სატრანსპორტო ჰაბის მთავარი რგოლი? -  ვასო ურუშაძე მიიჩნევს,  რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობების შესაქმნელად, სატრანსპორტო ინფრასქტრუქტურის მოდერნიზებისთვის ბრძოლა აუცილებელია, რადგან სხვა მხრივ, ქვეყანა მუდმივად იქნება ეკონომიკურად სხვაზე დამოკიდებული.


„გვაქვს ორი არჩევანი - ან საქართველო იქნება სახელმწიფო, რომელსაც არ ექნება არანაირი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ფუნქცია ჩვენს რეგიონში და ვიქნებით ჩვეულებრივი გუბერნია, ჩამორჩენილი ქვეყანა, რომრლიც მუდმივად იქნება სიღარიბეში, ან ჩვენ ვიქნებით ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამაში შედის ანაკლიის პორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, ავტობანების მშენებლობა, ავიაციის განვითარება და ასე შემდეგ. ამ 8 წელიწადში ჩვენ შეგვეძლო განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი პროექტები, საქართველოს შეეძლო აეწია თავისი ლოგისტიკური შესაძლებლობები. პირდაპირ რუსეთის ინტერესებში იყო ამ პროცესების შეჩერება და და სამწუხაროდ მიაღწიეს. ამაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის არათანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, რომელმაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას, ხელი შეუშალა საავტომობილოო ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას.  სამწუხაროდ ეს იყო საქართველოს სახელმწფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ გადადმული ნაბიჯები.


რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ანუ აზიასა და ევროპას შორის, მთავრი სატრანსპორტო დერეფნები გადიოდეს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის შუა დერეფანი, რომელიც პერსპექტივაში უნდა გადიოდეს საქართველოზე.  მათ აქვთ სურვილი, რომ სამხრეთ რუსეთში სხვადასხვა არხებით, სხვადასხვა დერეფნებით მონოპოლია ჰქონდეთ შენარჩუნებული.არ შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ ანაკლიის პორტმა დაკარგა პერპექტივა, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გაგვაჩნია,“  - აღნიშნავს ურუშაძე.



პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ინვესტირების მსურველის გამოჩენა სადავოა.


„ბუნებრივია, ტამანის პორტის მშენებლობას რუსები არ გააჩერებდნენ,  მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მოგვესწრო სრულფასოვანი ალტერნატივის შექმნა და სრულფასოვანი კონკურენტული ბრძოლის გამართვა - ახლა ეს პერსპექტივა უკვე ძალიან ბუნდოვანია. ანაკლია რომ აშენდეს ამას სჭირდება ფული და მას კუდივით მოყოლილი პრობლემების გადალახვა, ვინ არის ამის გამკეთებელი? მითუმეტეს, რომ ამ პორტის შემდეგ კიდევ უფრო სუსტი გახდა მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, უფრო ძნელი გახდა ინვესტორის მოზიდვა“ - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 

ტამანის ნავსადგური სტრატეგიულად მდებარეობს ქერჩის სრუტის რუსულ მხარეს, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს აზოვის ზღვასთან, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოპირდაპირე მხარეს.


რუსული პორტი ახლადაშენებული (3 მლრდ. ევრო) სადავო ხიდის საგზაო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. ხიდი კვეთს ქერჩის სრუტეს და აკავშირებს ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან. უკრაინა აგრძელებს ხიდის წინააღმდეგ პროტესტს, რადგან მას მიიჩნევს ძალიან მოუხერხებლად იმისთვის, რომ დიდი და შესაბამისად მაღალი გემები შევიდნენ აზოვის ზღვაში.


2024 წლისთვის პორტს ექნება შვიდი მოქმედი ტერმინალი: ნახშირის, რომელიც KuzbassRazrezUgol-ს მოემსახურება -20 მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SUEK-ისთვის -12 მლნ. ტ, მეტალურგიული ტერმინალი მეტალოინვესტირებსთვის -9 მლნ ტ, ხორბლის EFCO-ს ტვირთისთვის -20მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SDS Ugol - 5 მლნ ტ სიმძლავრით, საბუნკერე Rosneft-ს 0,9 მლნ ტ და ბოლოს სპეციალიზირებული ტვირთის ტერმინალი Ros Tec (სამხედრო ტექნიკა).



ტამანის პორტების განვითარების მეორე ეტაპზე 2027-2030 წლებში, დაგეგმილია საკონტეინერო და სასუქების ტერმინალების მშენებლობა,  37 მლნ ტ სიმძლავრით. ტამანი ასევე მიიღებს ტვირთს, რომელსაც ახლომდებარე ნოვოროსიისკის რუსული ღრმაწყლოვანი ნავსადგური ვერ გაუმკლავდება. ტამანის ნავსადგურის სიღრმე 20-25 მ-ია, რაც საშუალებას იძლევა მოემსახუროს 220 000 ტონამდე გემებს.


ტამანში სამრეწველო ინდუსტრიული პარკის პროექტის განხორციელებით, დაგეგმილია რუსეთის სამხრეთ ნაწილში ნაყარი ტვირთის გადაზიდვის უნარის დეფიციტის აღმოფხვრა. პარკი ასევე ნავთობქიმიური და აგრარული პროდუქტების რუსეთის ბაზარზე წარმოების შესაძლებლობას შექმნის, და ხელს შეუწყობს ქვეყნის ექსპორტს.




მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up