ჩვენ არ ვაქირავებთ ველოსიპედებს, რადგან ამით ხელს შევუწყობთ ვირუსის გავრცელებას-bikes.ge

ჩვენ არ ვაქირავებთ ველოსიპედებს, რადგან ამით ხელს შევუწყობთ ვირუსის გავრცელებას-bikes.ge

access_time2020-05-03 10:00:45

მას შემდეგ რაც თბილისში, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა „კომერსანტი“ დაინტერესდა შესაძლებელია თუ არა დედაქალაქში ველოსიპედის ქირაობა.

 

ამის გასარკვევად კი Georgian Bicycle Group-ს დავუკავშირდით. სადაც განგვიცხადეს, რომ ველოსიპედის გაქირავებისგან ვირუსის გავრცელების მიზნით თავს იკავებენ, რადგან ერთი ნივთის რამდენიმე ადამიანის მიერ გამოყენებამ შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა გაზარდოს.

 


„რაც შეეხება მის დამუშავებას სხვადასხვა ხსნარების მეშვეობით გაქირავების ფასს გაზრდის, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი შესაძლოა ამ სერვისით ვერ ისარგებლოს,“-  ამის შესახებ „კომერსანტს“ Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.

 

 


“ჩვენი ბიზნესის საქმე ძალიან რთულადაა, არ გვაქვს საშუალება გავყიდოთ ჩვენი ველოსიპედები. გაქირავებას რაც შეეხება ჩვენ არც ვაპირებთ ამის გაკეთებას ამ პერიოდში, რადგან ვფიქრობთ, რომ ვირუსის პრევენციას შევუწყობთ ხელს.

ჩვენ თეთრი ბუღალტერია გვაქს და არაფერს დაფარულად არ ვაკეთებთ, მათგან განსხვავებით, ვინც დღესაც ასე იქცევა და დაფარული გზებით რეალიზაციას ახდენს.

ჩვენ გვქონდა პროდუქციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი და ახალა ამ თანხით გადასახადებს ვიხდით, როგორმე ამოვალთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არ შევუწყობთ ხელს ვირუსის გავრცელებას.“-ამბობს ბექა  კიკნაველიძე.

 

 

 

 


რაც შეეხება სკუტერის გაქირავებას, შეგახსენებთ, მისი  10 წუთით გამოყენება 4,5 ლარი ჯდება. საფასური აპლიკაციაშია მითითებული.როგორც ირკვევა, სკუტერით სარგებლობის დაწყება 1 ლარი ღირს, ყოველი წუთის ღირებულება კი 35 თეთრია. რადიო თავისუფლებას კომპანია სქროლში განუცხადეს, რომ მათი ვარაუდით, თითო ადამიანი სკუტერს 14-20 წუთის განმავლობაში გამოიყენებს, რაც დაახლოებით 6 ლარიდან 8 ლარამდე მერყეობს.

 


ნათია ლომიძე

თეგები:
bikes.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up