ჩვენ არ ვაპირებთ ქართული ბაზრის დატოვებას და გვიხარია, რომ მნიშნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში - ჯონ ჰარაკი

ჩვენ არ ვაპირებთ ქართული ბაზრის დატოვებას და გვიხარია, რომ მნიშნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში - ჯონ ჰარაკი

access_time2020-10-01 13:00:40

მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა სათამაშო ბიზნესისთვის კრიტიკული აღმოჩნდა. 

იმ დროს, როცა ბიზნეს გარკვეული სექტორები თანდათანობით აღდგა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, დაწესებულება, სადაც სტუმრების ძირითად ნაწილს ტურისტები შეადგენდნენ ამ დრომდე უფუნქციოდაა.

სხვადასხვა მიღებული მითითებებისა და რეგულაციებისა, სამორინეების გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

როგორც „კომერსანტს“ სამორინე „შანგრი ლა თბილისის“ ფიდი დირექტორმა  (Playing Development director) ჯონ ჰარაკმა განუცხადა, არსებული ბიზნეს სექტორი, რომელიც ყოველთვის ცუდ კონტექსტში განიხილება, ქართული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია.


„ჩვენ 7 თვეა დაკეტილები ვართ. შესაბამისად შემოსავალი კი არ შემცირდა, უბრალოდ საერთოდ არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა გავლენა აქვს კაზინოს ინდუსტრიას ქვეყნის ტურიზმზე. მთელი რიგი შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ფრენებისა -  თურქეთი, ისრაელი და ჩვენი სხვა მეზობლი ქვეყნები, მთლიანად კავშირშია სათამაშო სექტორთან. ამ სტუმრებს აქვთ უზარმაზარი გავლენა ყველა სხვა ტურისტულ სექტორზე, მათ შორის სასტუმროებზე, რესტორნებზე, ქვეყნის საცალო და შიდა ტურიზმზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივია ცუდად მოიხსენიონ ეს ინდუსტრია, თუმცა მას აქვს უაღრესად პოზიტიური გავლენა ეკონომიკაზე. „ - აცხადებს ჯონ ჰარაკი


ჯონ ჰარაკის თქმით, ტურისტული ნაკადების გარეშე კაზინოების გახსნა შეულძლებელია. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე აღნიშნული ბიზნესი გაჩერებულია. მიუხედავად ამისა, მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით კაზინო „შანგრი ლა თბილისი“ გახსნის მზადყოფნას გამოთქვამს.



„რა თქმა უნდა, გლობალური პანდემიის გამო, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე გალენა მოახდინა, მომავალი გაურკვეველია. ჩვენ ველოდებით, რომ გავიხსნათ და გვქონდეს ისევ თავისუფალი მიმოსვლა.ძველი მდგომარეობის დასაბრუნებლად ეს ძალიან რთული და ნელი პროცესი იქნება. მზად ვართ მუშაობის გაგრძელებისთვის, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებთან დიალოგი გვჭირდება, რომ გავიგოთ გარემოებები, რა პირობებშიც მოგვიწევს მუშაობის განახლება. რადგან ბევრი ფინანსური ვალდებულება გვაქვს, რასაც ჩვენ წინასწარ ვიხდით, ეს დრო უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ ვიმუშაოთ და შევძლოთ გადასახადების მომდევნო ნაკადის გადახდაეს საუკეთესო შესაძლებლობაა ბიზნესის გადასარჩენად,რომ საქართველოს ყველა ტურისტულ ასპექტში უდიდესი წვლილის შეტანა განვაგრძოთ. - განმარტავს ჯონ ჰარაკი


გამომდინარე იქიდან, რომ მთელ მსოფლიოში სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, „შანგრი ლა თბილისი“ ქართული ბაზრის დატოვებას არ განიხილავს და საქმიანობის დროულად აღდგენას იმედოვნებს.


„ჩვენ 10 წელია, რაც საქართველოში ვფუნქციონირებთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ეს არის მშვენიერი ადგილი, როგორც სამუშაოდ, ასევე საცხოვრებლად. ჩვენ არ ვაპირებთ ქართული ბაზრის დატოვებას და გვიხარია, რომ ასეთი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. სანამ სწორ პირობებში გახსნის შესაძლებლობა გვეძლევა, ქართული ბაზრის დატოვების მიზეზი არ გვაქვს.  ყოველთვის ვითვალისწინებდით ჩვენი ბიზნესის პასუხისმგებლობას და ამაყები ვართ ჩვენი მიღწევებით. ასევე, ყველაფერი გავაკეთეთ სამუშაო ძალის შესანარჩუნებლად, რომელსაც ძირითადად ადგილობრივი მოქალაქეები შეადგენენ.“ - აღნიშნავს ჯონ ჰარაკი


როგორც „შანგრი ლა თბილისის“ ფიდი დირექტორი აცხადებს საქართველო მსოფლიო გამოწვევას მაქსიმალური ძალებით ებრძვის და ამ რთული პერიოდის საქართველოში გატარებით მოხარულია.


„ნათელია, რომ არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ყველა ქვეყანა თავის მაქსიმუმს აკეთებს. ზოგი უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სხვები. მე ვხედავ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ მდგომარეობასთან საბრძოლველად. დასაწყისშივე რომ არ ყოფილიყო ის მკაცრი შეზღუდვები, ჩვენ აუცილებლად ჩავვარდებოდით მეზობელი ქვეყნების მდგომარეობაში ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების დიდი მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ფაქტტია, რომ ყველა ქვეყანაში მეორე ტალღა დაიწყო და ამ გარემოებაში ეკონომიკისა და ბიზნესის გადასარჩენად გადაწყვეტილებების მიღება ძალიან რთულია. მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ ამ ყველაფრის ანალიზსა და კრიტიკას, თუ რომელმა სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და რომელმა არა, როცა პანდემია მორჩება. მე მოხარული ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ამ რთულ პერიოდს საქართველოში გავდივარ.„ - აცხადებს ჯონ ჰარაკი


შეგახსენებთ, რომ „შანგრი ლა თბილისი“, რომელიც უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს, იმ საერთაშორისო ქსელში შედის, რომელიც ასევე მინსკში, რიგასა და ერევანშია წარმოდგენილი.


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up