„ჩვენ არ გვსურს სხვა ფიტნეს კლუბებს დავემსგავსოთ“ - რატომ არის „ოკტოპუსში“ მომხმარებელთა რაოდენობა ლიმიტირებული?

„ჩვენ არ გვსურს სხვა ფიტნეს კლუბებს დავემსგავსოთ“ - რატომ არის „ოკტოპუსში“ მომხმარებელთა რაოდენობა ლიმიტირებული?

access_time2017-10-29 14:00:43

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“ ერთი წლის თავზე უკვე 2 000 მომხმარებელს ითვლის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ოკტოპუსის“ მარკეტინგის მენეჯერმა მირანდა ბაქრაძემ განაცხადა, ამ დროის განმავლობაში მათი მომხმარებლის რაოდენობა 70%-ით გაიზარდა.


„ოკტოპუსს“ ერთი წელი ზაფხულში შეუსრულდა და ამჟამად უკვე თითქმის 2 000 მომხმარებელი გვყავს დარეგისტრირებული. ჩვენი ფიტნეს-ინსტრუქტორების რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და ამჟამად სულ 25 ინსტრუქტორი გვყავს. ჩვენი კლუბის მომხმარებლების რაოდენობამ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 70%-ით მოიმატა. მატება კარგია, თუმცა „ოკტოპუსში“ მომხმარებლის  რაოდენობა ლიმიტირებულია და თუ კიდევ გაიზრდება, ეს კლუბის ხარისხზე აისახება. ჩვენ კი არ გვსურს სხვა ფიტნეს-კლუბებს დავემსგავსოთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.


 width=501


მირანდა ბაქრაძე კონკურენციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მსგავს ბიზნესში ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს ვერ მოიზიდავ.

 

„ოკტოპუსის“ მარკეტინგის მენეჯერის თქმით, ამჟამად ბიზნესი სტაბილურად ვითარდება და დღევანდელი შედეგით კმაყოფილები არიან. თუმცა როგორც ბაქრაძე განმარტავს, ბიზნესის განვითარებისთვის პროფესიონალ კადრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


 

„ჩვენი ბიზნესი სტაბილურად ვითარდება. კვალიფიციური კადრები გვყავს, თუმცა ჩვენ სფეროში ქვეყანაში მეტი პროფესიონალი კადრი უნდა იყოს. „ოკტოპუსი“ მუდმივად ცდილობს, რომ კლუბის წევრები გადაამზადოს. აუცილებელია, ქვეყანაში მეტი სასწავლო ცენტრი შეიქმნას, რათა ამ მიმართულებით სიტუაცია გამოსწორდეს“, - განმარტა ბაქრაძემ.

 

სამომავლოდ „ოკტოპუსი“ გაფართოვებას თბილისის მასშტაბით აპირებს და მისი ქსელი სხვა ცენტრალურ უბანში იქნება წარმოდგენილი, თუმცა როდის გაიხსნება, ამაზე კომპანიაში არ საუბრობენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მეორე ფილიალში კომპანია მომხმარებლებს დამატებით სერვისებს შესთავაზებს.


ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. კლუბი კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში ღიაა. მისი დარბაზი ჯამში სიდიდით 1 800 კვ.მ-ია. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას: ვარჯიშის ერთთვიანი ღირებულება 140 ლარია, სამთვიანი 360 ლარი, ექვს თვიანი 640 ლარი , ხოლო ერთ წლიანი 990 ლარი.


დარბაზში სულ ოთხი ზონაა, რომელიც ერთმანეთისგან გამოცალკევებულია. ეს ზონებია: აერობიკის, სპინინგის, ბოქსისა და დიდი ტრენაჟორის ზონა (წრიულია და წრეზე ბევრი სავარჯიშო მოწყობილობა აქვს). ყველა მიმართულებას თავისი ტრენერი ჰყავს.


 width=500


ავტორი: ლიკა გურაბანიძე




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up