ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერის გვერდზე წერს.
კონგრესმენის თქმით, აშშ ცდილობს, რომ უკრაინაში ბრძოლა უკრაინისთვის დანაკარგების გარეშე დასრულდეს.
რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ: აშშ ცდილობს, უკრაინაში ბრძოლა დაასრულოს ისე, რომ უკრაინამ არც ერთი სანტიმეტრი დაკარგოს. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. ეს სრულიად მცდარია, - წერს კონგრესმენი.
წყარო: ipn.ge