ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

access_time2019-11-19 20:10:10

„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.

 

რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ მმართველი გუნდის მთავრი პოლიტიკური დანაპირები- კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება, გრძნობენ თუ არა პირად პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და რა გააკეთეს მათ არსებული რეალობის შესაცვლელად? სწორედ ეს კითხვები დავუსვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

 

-თქვენ ამბობთ, რომ არ ენდობით IRI- კვლევებს. თვლით, რომ სიღარიბე არ არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა?

 

-სიღარიბე მთავარი გამოწვევაა, ესე იყო 30 წლის წინ და ესეა ახლაც. IRI-მ რომ არ გვითხრას ჩვენც ვიცით, რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა, თუმცა ციფრებს მე ვერ შევყვები. ვინც არ უნდა ილაპარაკოს 2012 წელთან შედარებით,1.3 მილიარდით  არის გაზრდილი პენსიები, ასევე ჯანდაცვის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, 1.6 მილიარდი იყო და 4 მილიარდამდე ავიდა. ასე გაიზარდა ბევრი რამ, მაგრამ გაჭირვება იმდენად დიდი იყო და არის, რომ დღეს შვებას ვერავინ იგრძნობს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, რომ მოვედით 26 მლრდ. იყო წელს იქნება 45 მლრდ-ზე მეტი,მომავალ წელს  50 მილიარდზე მეტი. ზოგიერთი ჩვენი კოლეგა რომელიც ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, ეს არის სრული სიცრუე, რადგან არცერთი რიცხვი ამას არ ადასტურებს.

 

-პირადად თქვენ ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად პარლამენტისთვის რა საკანონმდებლო ინიციატივები გაქვთ შეთავაზებული?

 

-პირველი რაც გამახსენდა არის მცირე ბიზნესთან დაკავშირებით გატარებული რეფორმა, პრაქტიკულად ერთ პროცენტზე ჩამოვიდა გადასახადი. როდესაც მოგების გადასახადის ესტონური მოდელი მივიღეთ, 100 000 ადამიანს, დაახლოებით 2 მლრდ ჩამოვაწერეთ.  იგივე გავაკეთე შარშანაც საბანკო ვალებთან დაკავშირებით. საგადასახადო კუთხით სოფლის მეურნეობაში ვინც არის დასაქმებული დღგ-გან გავათავისუფლეთ ჩათვლის უფლებით. ასევე მაღალმთიანი რეგიონების კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც მძიმე პირობებში ვინც მუშაობს გარკვეული პრივილეგიები აქვთ. ჩვენ, რომ მოვედით პენსია იყო 125 ლარი, ახლა ხდება 220, 250 და 300 ლარი გაუხდება მთის მოსახლეს. გვერდს ვერ აუვლით ჯანდაცვის პროგრამას, დღგს- სწრაფი დაბრუნება და ა.შ. შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გატარებულ რეფორმებზე.

 

„ქართულიც ოცნების“ მთავარი პოლიტიკური დაპირება კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება იყო. თქვენი მმართველობიდან 7 წლის თავზე უმთავრესი პრობლემებად რატომ რჩება სიღარიბე?

 


-სამწუხაროდ ვერც ერთმა მთავრობამ, გარღვევა ეკონომიკაში ვერ მოახდინა, ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ინატრებდა უამრავი ქვეყანა მათ შორის განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდოდა. თუმცა იმის მიზეზი თუ რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ სწრაფი განვითარება იყო რეგიონში შექმნილი მდგომაროება. ყველა წამყვანი ქვეყნის ეკონომიკა განახევრდა ბელორუსია იქნება ეს, უკრაინა, რუსეთი თუ აზერბაიჯანი. ასეთ შემთხვევაში 5 პროცენტიანი ზრდა დიდი შედეგია ქვეყნისთვის. ნელ-ნელა ეს კრიზისი დალაგდა, გამოდიან ქვეყნები მდგომარეობიდან. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს  უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება. 2012 წელს რა უშლიდა ხელს ეკონომიკურ ზრდას? არავისთან არ გვქონდა ვაჭრობა თურქეთის გარდა, ვისთანაც პირდაპირ ვიტყვი რომ ძალი ცუდი ხელშეკრულება გვაქვს, რაც ჩვენი ბრალი იყო. დსთ-თან კი გვქონდა ვაჭრობა, მაგრამ რუსეთთან გაწყვეტილი იყო, დსთ ქვეყნები კი რუსეთს მისჩერებოდნენ და ეშინოდათ ნაბიჯის გადადგმა. ახლა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობაა, დსთ გაიხსნა მთლიანად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

-თქვენ თვლით, რომ ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანას სწრაფ განვითარებას მოუტანს?

 

-წინსვლას როგორ არ მოუტანს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ 10 მაინც იყოს, როგორც ეს მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა მოახერხა თავის დროზე, ზოგადად ხუთი ცუდი არ არის მაგრამ, რა თქმა უნდა გვინდა მეტი.

 

ლადო კახაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

 

-როგორ აფასებთ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა?

 

-კვლევა არ მინახავს, თუმცა მოსახლეობის განწყობა კარგად ვიცი. ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა, როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ვერ დაინახო, მაგრამ ამ გამოწვევებთან დაპირისპირებაა საჭირო. ამას სახელმწიფო სხვადასხვა პროექტით უპირისპირდება და ცდლობს დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. დავიწყებ სოფლის მეურნეობის რეფორმით, ყველას გვახსოვს რა მდგომარეობაში იყო სექტორი, სახელმწიფო პროგრამებით ნელ-ნელა ამოისუნთქა მოსახლეობამ, ვთვლი, რომ ეს გაჭირვებიდან გამოსვლის სწორი გზაა. ძალიან საინტერესოა ჩვენი ბიუჯეტი რომელსაც ვღებულობთ, რომელშიც გაძლიერებულია სოციალური ნაწილი, რადგან ჩვენ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს. ამოქმედდა დაგროვებით პენსია, რომელიც საინტერესო პროექტია, ფონდი თავიდან ბევრმა დატოვა მაგრამ აღმოჩნდა, რომ შემდეგ ადამიანები დაბრუნდნენ პროექტში რაც ნიშნავს იმას, რომ იმედიანად უყურებენ ამ საპენსიო სააგენტოს. ძალიან ბევრი სოციალური პროექტი დაფინანსდა. როგორც ექიმი და პოლიტიკოსი გეტყვით, როდესაც პაციენტი მძიმე ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გამოდის, იმას ერთი სული აქვს როდის გაიქცევა მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ გაქცევას უეცრად ვერ შეძლებს, საჭიროა რეაბილიტაციისთვის სხვადასხვა ეტაპი გაიაროს, ჩვენი სახელმწიფოც ამ ეტაპებს გადის. შეიძლება მკითხველმა თქვას, რომ დაიღალა ასეთი განცხადებებით, მაგრამ 30 წელი დამოუკიდებლობის გზაზე სიარული ასეთი მარტივი არ არის, მით უმეტეს მაშინ როდესაც დიდი გამოწვევების წინაშე იდგა ერი.

 

-პირადად თქვენ ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად პარლამენტისთვის რა საკანონმდებლო ინიციატივები გაქვთ შეთავაზებული?

 

-პირველი ინიციატივა, რომელიც მე პარლამნეტში შესვლამდე გავაჟღერე არის ქრონიკული დაავადების მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 35 მედიკამენტის ერთ ლარად გაცემას და ეს კარგი საქმე გაკეთდა. პროექტს კარგი მხარდაჭერა და გამოხმაურება ჰქონდა მოსახლეობაში. კიდევ ერთი პრობლემური თემა არის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში თანამონაწილეობის საკითხი. ჩვენ შევადარეთ სახელმწიფოს მიერ გაწეული მხარდასაჭერი პროგრამები რა დროსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. როდესაც ოცნებამ ჩაიბარა ხელისუფლება საყოველთაო ჯანდაცვაში დაახლოებით 350 მლნ აკუმულირება გააკეთა, დღეს ეს თანხა სამჯერ გაზრდილია, მაგრამ მაშინაც და ახლაც, ჯიბის ხარჯი დაახლოებით ერთი და იგივე 1.5 მილიარდია. ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჯიბის ხარჯი რატომ არ აკლდება მოსახლეს? აღმოჩნდა, რომ ამ პროექტით ისარგებლა არა მხოლოდ იმან ვისაც სჭირდება არამედ სხვებმაც. სწორედ ამ საკითხის დარეგულირების პროექტი გვაქვს შემუშავებული.

 

-„ქართულიც ოცნების“ მთავარი პოლიტიკური დაპირება კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება იყო. თქვენი მმართველობიდან 7 წლის თავზე უმთავრესი პრობლემებად რატომ რჩება სიღარიბე?

 

-არის პოლიტიკური ცხოვრების წესი და არის ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების წესი. ხშირად პოლიტიკურ ველზე აუცილებელი პირობა ხდება იმედიანი, ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული პოსტულატების გამოშვება. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა წინა კატეგორიული განსხვავება თუ იქნებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ყველამ კარგად ვიცით რა მდგომაროება იყო მაშინ და რა მდგომარეობაა ახლა. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გატარდებოდა, რადგან ერთი პაციენტის მოვლა 85 000 დოლარი ჯდება. 400 000 ადამიანს დახმარება ისე გაეწია სახელმწიფოს მხარდაჭერით, სახლი რომ გაეყიდა ამ ხარჯებს ვერ გადაიხდიდნენ. ვფიქრობ, რომ დანაპირების ნაწილი სოციუმთან მიმართებაში ჯანმრთელობის კუთხით შესრულდა და კიდევ უფრო უკეთესი უნდა გახდეს. მე როგორც ექიმს მევალება, რომ სურათს რეალურად შევხედო მაგრამ პაციენტამდე ოპტიმისტური ნოტა უნდა მივიტანო, ქვეყანაც სწორედ ასე უნდა იყოს.

 


ბაჩო ადამია




ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...


მსგავსი სიახლეები

up