„ჩვენ აქ სომხური სახელმწიფოს ასაშენებლად ჩამოვედით, მაგრამ ახლა აქ არაფერი გვესაქმება“ - სომხები ყარაბაღიდან გარბიან

„ჩვენ აქ სომხური სახელმწიფოს ასაშენებლად ჩამოვედით, მაგრამ ახლა აქ არაფერი გვესაქმება“ - სომხები ყარაბაღიდან გარბიან

access_time2020-11-18 19:00:36

ლაჩინი - პატარა ქალაქია, რომლის გასწვრივ  მთავარი საავტომობილო გზა სომხეთს და მთიან ყარაბაღს შორის გადის - ყველასთვის კარგად ცნობილი ლაჩინის დერეფანი, რომელიც 1991-1993  წლების სისხლისმღვრელი ომის შედეგად ერევნის კონტროლს ქვეშ გადავიდა. იმ ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანელებმა ლაჩინი სასწრაფოდ დატოვეს და დღეს ის სომხებითაა დასახლებული.

 

ახალი, 40-დღიანი სომხურ-აზერბაიჯანული ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების პირობების თანახმად, ლაჩინის დერეფანი 5 კილომეტრამდე ვიწროვდება. ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარი იქნება, თავად ქალაქი და უშუალოდ გზა რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ გადადის.

 

თუმცა, ადგილობრივი სომხები ამ რეალობას არ ეგუებიან და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქიდან მასობრივად გარბიან.


ომის დასრულების შემდეგ, გასული კვირის მანძილზე სომხეთიდან ყარაბახში 1200 ადამიანი დაბრუნდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დროს რეგიონი ათობით ათასმა დატოვა და მათი დიდი ნაწილი დაბრუნებას არ აპირებს.

 

ყარაბახიდან წამსვლელთა ნაკადი გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე დამბრუნებელთა.

 

28 წლის წინ, 1992 წლის მაისში სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ლაჩინი და შუშა აიღეს და ამით დაეუფლნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლაჩინის დერეფანს, რომლის გარეშეც ყარაბახის დამოუკიდებელი არსებობა შეუძლებელი იყო. აზერბაიჯანელები გაიქცნენ, სომხებმა კი ქალაქი დაწვეს. შემდეგ ის ნაწილობრივ აღადგინეს. პირველ ომამდე ლაჩინში 9 000 აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, მეორემდე კი - არც ერთი აზერბაიჯანელი და 2000 სომეხი.

 

მაგრამ, დღეს ვითარება საპირისპიროა - ამჯერად,  გარბიან სომხები.

 

აი იმ მთასთან მალე აზერბაიჯანული სოფელი იქნება, აი იქაც - გვაცნობს ახალ რეალობას აქაური სომეხი სტეფანი, რომელიც ლაჩინში შტატებიდან ჩამოვიდა და აქ მაღაზიას ფლობს.

 

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ომის დროს, სტეფანი, ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმიზმს ინარჩუნებდა. დღეს მისი ყველაზე დიდი და ლამაზი მაღაზია დახურულია. სავაჭრო დარბაზებში - ცარიელი დახლებია დარჩენილი. მაღაზია არ მუშაობს, პატრონი კი ერევანში მიდის.

 


მისი თქმით, 5-კილომეტრიან დერეფანში, მტრებთან უშუალო სიახლოვეში, ის თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს და ამიტომაც ტოვებს ყარაბახს. მას არ სჯერა, რომ  რუსი ჯარისკაცები მის დაცვას შეძლებენ, ხოლო სომხურ-ყარაბახული ხელისუფლება, თავისი ჯარით და პოლიციით, აქ უკვე არ არსებობს.

 


ჩვენ აქ სომხური სახელმწიფოს ასაშენებლად ჩამოვედით, მაგრამ ეს სახელმწიფო აქ უკვე არ არსებობს. ამიტომაც, ყარაბახში არაფერი გვესაქმება - თვლის ის.

 

ომის დასრულების შემდეგ „მთიანი ყარაბახის რესპუბლიკა“ ფაქტობრივად ჩამოიშალა. სომხების მიერ დასახლებულ ქალაქებში მაროდიორობა ყვავის. რეგიონის დედაქალაქში სტეფანაკერტში საღამოს გარეთ გასვლას ყველა ერიდება.

 

ლაჩინში სტეფანის მეზობელი მცირე მაღაზიას ფლობდა, რამდენიმე დღით გაემგზავრა ერევანში, დაბრუნებულს კი ის პირწმინდად გაძარცვული დახვდა.

 

ყარაბახი, იმ შეკვეცილი ფორმით, რომლის შენარჩუნებასაც მიღწეული შეთანხმება ითვალისნინებს, არასიცოცხლისუნარიანია, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესად გაურკვეველია, რამდენად უსაფრთხო იქნება სომხეთის მიმართულებით სახმელეთო გზა.

 

ლაჩინი კარგ დროშიც კი, როდესაც ყარაბახს არაფერი ემუქრებოდა, ძალიან ღარიბი ქალაქი ყო, წარმოიდგინეთ, მერე რა იქნება? ასე რომ სულ არაა გასაკვირი, რომ მოსახლეობა გარბის - ამბობს სტეფანი.


 


რუსებმა დერეფანში ორი საგუშაგო დააყენეს  - ერთი თავად ლაჩინში, მეორე კი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვართან, ერთ-ერთ სოფელში, სადაც ლიბანიდან ჩამოსახლებული სომხები ცხოვრობენ.

 

ეს საგუშაგოები არაა საკმარისი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დერეფანი და  თავად ლაჩინი აზერბაიჯანული ჯარის ალყაშია. თანაც, მხოლოდ 5 წლით, რის შემდეგაც მათი ყოფნის პირობები შესაძლოა გადაიხედოს.

 

ამიტომაც ყარაბახელი სომხები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მოსახლეობა სხვა ქალაქებსაც ტოვებს, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, აქ საერთოდ არ იქნება სომხური მოსახლეობა.


 

ზოგიერთი მაცხოვრებელი მაინც რჩება ლაჩინში თუმცა, ძირითადად ასაკოვანი ადამიანები. მათაც კი, შვილები ერევანში გაუშვეს და დაცარიელებულ ქალაქებში მარტოობაში იცხოვრებენ.

 

მე კი ვრჩები აქ, მაგრამ ოჯახი სომხეთში გადავიდა. არ ვიცით მომავალში რა იქნება, შვილებს აქ ნამდვილად არ დავაბრუნებ, ეს გამორიცხულია. ჩვენს გვერდით, 5 კილომეტრში აზერბაიჯანელები იქნებიან, სულ მათი სოფლები იქნება ირგვლივ. რუსები თითქოს დაგვიცავენ, მაგრამ 5 წლის შემდეგ რა იქნება არავინ იცის - ამბობს რუზანა კარაპეტიანი, რომელიც სტეფანაკერტში 27 წელი ცხოვრობს, და არსად წასვლას არ აპირებს.

 

 

BBC.COM

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up