ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი“ ზაფხულში ჩირის მწარმოებელ ქარხანას გახსნის

ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი“ ზაფხულში ჩირის მწარმოებელ ქარხანას გახსნის

access_time2017-02-21 10:00:26

ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი" განახლებული სახით ჩირის მწარმოებელ ქარხანას ზაფხულში კახეთში გახსნის. მის მშენებლობაში დაახლოებით მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება და თავდაპირველად 4-5 სახეობის ჩირის წარმოება დაიწყება. როგორც „ბადაგის" დამფუძნებელი ვახტანგ ყაჯრიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, კომპანია ზაფხულში ქუთაისში და სვანეთში მაღაზიის გახსანასაც გეგმავს.

 

„ზაფხულისთვის ჩირის და ტყლაპის წამოებასაც ვაპირებთ. ასევე ზაფხულის პერიოდში კახეთში ჩვენი განახლებული ჩირების ქარხნის მშენებლობა დასრულდება. განახლებული სახის ქარხანაში ყველაფერი ევროსტანდარტების მიხედვით იქნება გათვალისწინებული და ის კახეთში განთავსდება. ამჟამად დაფინანსებას ველოდებით, რომელიც ფაქტობრივად, დამტკიცებულია. განახლებული ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით მილიონ ლარამდე ინვესტიცია იდება. თავდაპირველად 4-5 სახეობის ჩირის წარმოებას დავიწყებთ. ქარხნის მშენებლობას „აწარმოე საქართველოში" პროგრამით ვაპირებთ", - განაცხადა ვახტანგ ყაჯრიშვილმა.

 

ბიზნესმენის განცხადებით, კომპანია ნიგვზისა და თხილის ჩურჩხელის გარდა, ნუშის ჩურჩხელის წარმოებასაც დაიწყებს.

 

„ ქარხნის დასრულების შემდგომ წარმოება 4-5-ჯერ გაიზრდება და შესაძლებლობებიც მეტი გვექნება. სახელწოდება „ბადაგი" შევარჩიეთ იმიტომ, რომ მარტივად ჟღერადია, თანაც ჩვენ პროდუქციას ძირითადად ბადაგით ვაწარმოებთ.  ხუთი წლის წინ ნორმალური ხარისხიანი ჩურჩხელის წარმოებაზე მოთხოვნა იყო და ბაზარზეც სწორედ ამიტომ შემოვედით. 

 

ამ ეტაპზე თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელას ვაწამოებთ, ხოლო ახლა ნუშის ჩურჩხელის წარმოებასაც დავიწყებთ.
ასევე ზაფხულისთვის იმერეთსა და სვანეთში ბადაგის მაღაზიები გაიხსნება." - განაცხადა „ კომერსანტთან" საუბრისას ყაჯრიშვილმა.

 

ნატურალური ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი" 5 წელია რაც ბაზარზე არსებობს. კომპანიას ამჟამად 11 მაღაზია აქვს, აქედან ერთი მათგანი ბათუმშია. „ბადაგი" „ბიზნესდაჯილდოება 2016-ის" გამარჯვებულია, ნომინაციაში - წლის ქართული პროდუქტი.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

 




ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...


მსგავსი სიახლეები

up