ჭუბერის მცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

ჭუბერის მცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

access_time2019-09-18 17:11:27

„ჭუბერში ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს. არაჩვეულებრივი ხეობაა თავისი ბუნებრივი ტბებით, ბუნებით, რაც ტურისტებისთვის საინტერესოა“,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტიტას“ მფლობელმა გია ვიბლიანმა განუცხადა.


ვიბლიანი და სხვა ადგილობრივები ხეობის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავთ და ბევრმა ქართველმა მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზესი ხეობის შესახებ არაფერი იცის.


გია ვიბლიანი, რომელსაც ნენსკრას ხეობაში საოჯახო სასტუმრო 2008 წლიდან აქვს, ტურისტების სიმწირეზე საუბრობს. მისი თქმით, სასტუმროს 40 ტურისტის მასპინძლობა და მათთვის სამჯერადი კვების შეთავაზება შეუძლია, თუმცა მისი სასტუმრო ძირითადად „ნენკრა ჰიდროს“ თანამშრომლებით და სტუმრებითაა დატვირთული.




„ სასტუმრო 2008 წელს გავხსენი. მაშინ არც ჰესის მშენებლობაზე იყო საუბარი და არც ტურიზმი იყო განვითარებული. სასტუმროს გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ იყო ჩვენს ხეობაში სასტუმრო და დიდი პოტენციალი აქვს აქ ტურიზმს. ტურისტები მოდიან, მაგრამ ძალიან იშვიათად. ჩემი აზრით, საჭიროა რეკლამა, რომ მეტმა ადამიანმა შეიტყოს ამ ადგილების შესახებ,“-აცხადებს გია ვიბლიანი.


ხეობაში მეტი ტურისტის ხილვის სურვილს გამოთქვამს 20 ადამინზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო „ნენსკრას“ მფლობელი მელორ ცინდელიანი . მისი თქმით, ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავს და ბევრმა ქართველმა არც კი იცის იმ საოცარი ბუნების შესახებ, რომელიც მესტიისკენ მიმავალ გზაზე, ნენსკრას ხეობაშია.




„6-7 წელია, რაც ტურისტებს ვმასპინძლობთ. ინტენსიურად არ გვყავს სტუმრები. საზღვარგარეთიდან გვყავს ტურისტები: ამერიკიდან, ისრაელიდან, ირანიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. ვისურვებდი მეტი ტურისტი გყავდეს, ამისთვის საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს, რაც ტურისტებს სჭირდებათ, მოწესრიგდეს შიდა გზები და ტურისტებს შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ. აქ ტურიზმს კარგი პერსპექტივა აქვს. ტურისტების მოძრაობა მზარდია და ეს არის შემოსავლის დიდი წყარო ,“-აცხადებს მელორ ცინდელიანი.


მისივე თქმით, ნენსკრაში მოხვედრილ ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ბუნება. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდის ნენსკრას ხეობას ტურისტულად მიმზიდველს , მელორ ცინდელიანი აცხადებს, რომ გარდა ლამაზი ხედების, სათევზაო და სანადირო ადგილების, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებისა, ნენსკრას მთავარ მიმზიდველობას განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა წარმოადგენს.




„ტურისტები ამ მიდამოში სხვა ადგილებსაც, რომ ნახულობენ და შემდეგ აქ მოდიან აღიარებენ, რომ აქაური ბუნება განსაკუთრებით ლამაზია. სტუმრებს საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს, სათევზაო , სანადირო ადგილებს, ბუნებას და განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას ვთავაზობთ.


ზოგადად, ქართველებს მიგვაჩნია , რომ სტუმარი ღვთისაა და ეს სვანეთში განსაკუთრებით ასე ვთქვათ ძვალშია გამჯდარი.სვანეთში კი გამორჩეულად ჭუბერში. ეს სოფელი ოდითგანვე გამორჩეული იყო მთელს რაიონში“, -აღნიშნა მელორ ცინდელიანმა.




კიდევ ერთი ადგილობრივის შოთი ცინდელიანის თქმით, ნენსკრას ხეობაში მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ, უთვირის უღელტეხილია, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებს აკავშირებს. იგი ზღვის დონიდან 2750 მ-მდე მდებარეობს. მისივე თქმით, ტურისტებს საშუალო სირთულის საფეხმავლო მარშრუტით შეუძლიათ უთვირის უღელტეხილის და იქ მდებარე ტბების დათვალიერება.


„ინტერპრესნიუსთან“ ნენსკრას ხეობის ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის წახალისების საჭიროებაზე საუბრობს სს ნენსკრა ჰიდროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი. მისი თქმით, „ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს ნენსკრა ჰიდრო ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის წახალისების მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელში ივლისიდან ახორციელებს.


„ ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტია ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა გაიგოს რა არაჩვეულებრივი ადგილებია აქ და როგორი სტუმართმოყვარე ხალხო დახვდებათ , როდესაც ჩამოვლენ,“-აცხადებს ირინა პეტრიაშვილი.


ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მდინარე ნენსკრას ხეობაში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლეიც ქალაქ ზუგდიდიდან 80 კილომეტრის სავალზეა, დღეს 13 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და 5-მდე გესთჰაუსი მშენებლობის/რემონტის ეტაპზეა. საოჯახო სასტუმროების მფლობელების უმეტესობა ტურისტებს განთავსებასა და კვებასთან ერთად, ტრანსპორტს/ცხენს და გიდის სერვისს სთავაზობს. ამასთან, ჭუბერში არის რამდენიმე პატარა მარკეტი და 1 კვების ობიექტი.


(NS)





„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up