Covid-19-ის საფრთხეს ჭუბერი  სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

Covid-19-ის საფრთხეს ჭუბერი სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

access_time2020-04-21 11:15:53

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კორეული „K-water“-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე.


ოჯახის ექიმი თეა ცინდელიანი, რომელიც ჭუბერის ამბულატორიაში უკვე 5 წელია, მუშაობს, ამბობს, რომ რებილიტაციის შემდეგ მედიკოსების სამუშაო პირობები მნიშვნელოვნჯად გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა.


შენობა, რომელშიც დღეს ამბულატორია მოქმედებს, 7 წლის წინ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო. სოფელმა ის შეიძინა და ამბულატორიად გადააკეთა, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო მხოლოდ პირველი სართულის გაკეთება მოხერხდა, მეორე კი მთლიანად გამოუსადეგარი იყო. არავის ჰქონდა საშუალება, გაერემონტებინა. რეაბილიტაციის შედეგად ეს სართული მთლიანად გარემონტდა. მოეწყო მაღალი დონის პალატები თავისი სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები და ცალკე გასასინჯი ოთახები, რაც მუშაობას გვიადვილებს და ბევრად ეფექტიანად ვმართავთ პაციენტების ნაკადს,- აღნიშნავს თეა ცინდელიანი.


ახალი გლობალური გამოწვევის ფონზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამბულატორიის ექიმები პაციენტებს, ძირითადად, დისტანციურ რეჟიმში ემსახურებიან და ადგილზე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მკურნალობენ. საჭირო გახდა მედპერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. თეა ცინდელიანის თქმით, ამბულატორიაში ნენსკრა ჰიდროს დახმარებით რეგულარულად ტარდება დეზინფექცია.


ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გამო, პაციენტებს ძირითადად დისტანციურად ვემსახურებით, ვუწევთ სატელეფონო კონსულტაციას და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ვმკურნალობთ ადგილზე. ჩვენთან, ამბულატორიაში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც ნენსკრა ჰიდროს დახმარებით მოხერხდა. უნდა აღვნიშნო, რომ გვჭირდება სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ უპირველესი დამცავი საშუალებაა. გვაქვს თხოვნა, თუ ამის რესურსი იქნება, ამბულატორიას სადეზინფექციო საშუალებებიც გადმოგვცენ, - ამბობს ოჯახის ექიმი.



სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მარიამ კოპელაშვილი კი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ჭუბერის ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნავს, რომ ცენტრის შესაბამისი აღჭურვა როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.


გარდა იმისა, რომ პაციენტები ბევრად გაუმჯობესებულ სამედიცინო სერვისებს იღებენ და თანამედროვე პალატებში მკურნალობენ, რეაბილიტაციამ, რა თქმა უნდა, ექიმებსაც გაგვიადვილა საქმე. ბევრად გამარტივდა და კომფორტული გახდა პაციენტთან მუშაობის პროცესი, - აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.


მისივე თქმით, ამჟამად ჭუბერში კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებული გამოძახებები ფაქტობრივად, არ ფიქსირდება, მიმართვიანობა უმეტესად არტერიული ჰიპერტენზიისა და საგაზაფხულო სამუშაოების დროს ტრავმების შემთხვევებს უკავშირდება.


“ამჟამად ჭუბერის ამბულატორიის ბალანსზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ ირიცხება, არადა, ხეობის ზოგიერთ სოფლამდე საკმაოდ შორი მანძილია პაციენტთან ოპერატიულად მისასვლელად. ამ შემთხვევაში ექიმებს ხშირად „ნენსკრა ჰიდრო“ ეხმარება თავისი რეანიმობილით“, - დასძენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.




ჭუბერის ამბულატორია ნენსკრა ჰიდროს დაფინანსებით ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ გასული წლის 23 აგვისტოს გაიხსნა. სადღეისოდ სამედიცინო ცენტრი სოფლის მოსახლეობის დახმარებას გაუმჯობესებული პირობებითა და განახლებული ინფასტრუქტურით ახორციელებს.


2015 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდროს“ ჭუბერსა და ნაკრაში 2 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. კომპანია მექანიზაციის პროექტის ფარგლებში 200–მდე ოჯახს მძიმე ტექნიკით უსასხიდლოდ მოემსახურა, ასევე საკარმიდამო მიწების მოსწორებასა და სოფლის შიდა გზების მოწყობაში დაეხმარა. გარდა ამისა, „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანებით განხორციელდა მდინარე ნაკრას კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ კი დასრულდა ჭუბერის კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სრული რეაბილიტაცია.


გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კომპანია მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.




(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up