ფაბერჟეს კერძო კოლექცია, რომელიც 86 ლოტს მოიცავს, ლონდონში გამართულ Christie's აუქციონზე თითქმის 7 მლნ დოლარად გაიყიდა. კოლექცია შეგროვილი იყო ბრიტანელი ბიზნესმენის ჰარი ვულფის მიერ და ის თავდაპირველად 3-4,3 მლნ დოლარად იყო შეფასებული.
კოლექციიდან ყველაზე მაღალი შეფასება ერგო მოზაიკურ გულსაბნევს ოქროსგან და პლატინისგან, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული. ის 465 ათას დოლარად გაიყიდა, რითაც თავდაპირველ ფასს ოთხჯერ გადააჭარბა.
კიდევ ერთი ლოტი, რომელიც ოქროსგან, მინანქრისგან, მარგალიტებისგან, ბრილიანტებისგან და ნეფრიტისგან შედგებოდა, 430 ათას დოლარად გაიყიდა, ის დაახლოებით 1900 წელსაა შექმნილი. ასევე ძვირიან ლოტებს შორის იყო ფიგურა, რომელიც 200 ათასად გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. ბიზნესმენი ჰარი ვულფი ფაბერჯეს ამ კოლექციას 50 წელი აგროვებდა. ის 2019 წლის ნოემბერში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
bpn.ge