ჩრდილოვანი მაინინგი - აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავების აკრძალვა ქაღალდზე დარჩა

ჩრდილოვანი მაინინგი - აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავების აკრძალვა ქაღალდზე დარჩა

access_time2021-07-27 15:00:16

აკრძალვის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგის პროცესმა ძალები უფრო მეტად მოიკრიბა, რასაც რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის ზრდა ადასტურებს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკით, მიმდინარე წლის ივნისში „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 635 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აქედან აფხაზეთმა 206 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, რითაც თბილისის მიერ დენის მოხმარების მონაცემს 20 მლნ კვტ/სთ-ით გადააჭრაბა.


ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიზეზად აფხაზეთში მაინინგის გააქტიურებას მიიჩნევს და ამბობს, რომ მოჩვენებითი აკრძალვა მოხდა, სინამდვილეში კი ბიზნესი ჩრდილშია გადასული, პროცესი კი უმართავია.


„წელს ჰიდროლოგია კარგი იყო, რის გამოც ივნისში ელექტროენერგიის იმპორტი არ დაგვჭირვებია. ჯერჯერობით ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ ისევ აფხაზეთის პრობლემაა. ივნისში 206 მლნ  კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა აფხაზეთმა, მაშინ, როცა თბილისისთვის ეს მაჩვენებელი 176 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. აფხაზეთის ფაქტორს ვერაფერს ვუხერხებთ, ამ მხრივ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სამწუხაროდ, ვერც ვხედავ მექანიზმს, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს. თითქოს სისტემა კონტროლდება, მაგრამ აფხაზური ე.წ. მილიცია 1 მაინერს თუ ამოიღებს, 2 იქვე დგება ახალი, უმართავი სიტუაციაა.  ჯამში, 100 ამოღებული მაინერის ადგილზე 200 მონტაჟდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ბიზნესს მფარველები ჰყავს - აფხაზეთის დღევანდელი ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები, ხოლო ტექნიკურ უზრუნველყოფას რუსები ახდენენ.  რთული სიტუაციაა, ახლა გვაქვს საშუალება, რომ ,,ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული დენით მოვამარაგოთ აფხაზეთი, მაგრამ მომავალი თვიდან ისევ იმპორტი დაგვჭირდება“, - აცხადებს არაბიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.



აფხაზეთის დეფაქტო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში, რაც მაინინგის აკრძალვა მოქმედებს, აქ 70 მლნ რუბლზე მეტი (დაახლოებით $880 000) ღირებულების მაინინგის აღჭურვილობა შეიტანეს, არაოფიციალური მონაცემებით კი – ორჯერ მეტი.


არაოფიციალური მონაცემით, მაინინგის ბრუნვა აფხაზეთში თვეში 100 მილიონ რუბლზე მეტს შეადგენს (დაახლოებით $1,25 მლნ).


რაც შეეხება ელექტროენერგიის ოფიციალურ სტატისტიკას, ესკო-ს მონაცემით, ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად – 32.3%-ით 1.323 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ივნისის ექსპორტმა 195 მლნ კვტ/სთ შეადგინა და მთელი 2020 წლის საექსპორტო მაჩვენებელს 27%-ით გადააჭარბა.


გასული წლის ივნისის მსგავსად, წელსაც თბოსადგურებს თითქმის არ უმუშავიათ. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 6.6 მლნ კვტ/სთ-დან 7.7 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ჰიდროსადგურების კი 993 მლნ კვტ/სთ-დან 1.314 მლრდ კვტ სთ-მდე. ყველაზე მეტად - 75%-ით, 374 მლნ კვტ/სთ-დან 654 მლნ კვტ/სთ-მდე რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება გაიზარდა.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up