ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვა იწყება - გაიზრდება თუ არა რეპეტიტორების მომსახურებისა და ბინის გაქირავების ფასი

ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვა იწყება - გაიზრდება თუ არა რეპეტიტორების მომსახურებისა და ბინის გაქირავების ფასი

access_time2020-01-20 19:00:39

სტატისტიკის ეროვნული სამსახური წლეულს ორი სექტორის - განათლებისა და უძრავი ქონების დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევას გეგმავს. უფრო მარტივად ეს ნიშნავს, რომ საქსტატი რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის. სტატისტიკის სამსახურში მიაჩნიათ, რომ დაუკვირვებადი, ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში შესაძლოა საკმაოდ დიდი იყოს, სულ კი ეკონომიკის დაახლოებით 13% ჩრდილშია.


სოსო არჩვაძე, სტატისტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი: - რეპეტიტორების ვარსკვლავური დრო, როცა მათ წილად მოდიოდა აბიტურიენტების მოსამზადებლად გაღებული ხარჯების დიდი ნაწილი, დასრულდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ადრე თუ უმაღლესში მოსახვედრად ეწყობოდა აბიტურიენტთა კონკურსი, დღეს უმაღლესი სასწავლებლები აბიტურიენტებისთვის კონკურირებენ, შემოთავაზებულ 1 ადგილზე 0,8 აბიტურიენტი მოდის. რეპეტიტორების მომსახურებაზეც მოთხოვნა მცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ნაწილი მუშაობას არ განაგრძობს.რეპეტიტორების ზუსტი რაოდენობა რომ ვიცოდეთ, სფეროს შესწავლა საქსტატის დღის წესრიგში არ დადგებოდა. ექსპერტული შეფასებით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25-30 მილიონი ლარის ფარგლებშია თანხა, რომელსაც რეპეტიტორები 1 წლის განმავლობაში იღებენ. თუმცა გაცილებით დიდია ის ხარჯები, რასაც მოსახლეობა განათლებისთვის იხდის - 400-500 მილიონი ლარის ფარგლებში. იზრდება განათლების სექტორის საბიუჯეტო დაფინანსებაც - შარშან თითქმის 1,4 მილიარდი დაიხარჯა, წლეულს დაგეგმილია 1,5 მილიარდი.


კანონი რეპეტიტორებს საშემოსავლო გადასახადს აკისრებს, მაგრამ რადგან აღრიცხვა არ ხდება, ფაქტობრივად, ეს სფერო თვითდინებაზეა მიშვებული და ბიუჯეტს არანაირი სარგებელი არა აქვს. მეტიც, ამ სფეროს აღრიცხვას არ ექნება დიდი ფისკალური ეფექტი, რადგან ბიუჯეტი მაქსიმუმ 6-7 მილიონ ლარს მიიღებს წელიწადში. თუმცა ამას ექნება სოციალური სამართლიანობის, ფისკალური დისციპლინის შემოტანის ფუნქცია. საზოგადოების ყველა წევრმა, მიუხედავად იმისა, ბიზნესმენია, დაქირავებით დასაქმებულია თუ საკუთარი უნარების გამოყენებით იღებს შემოსავლებს, უნდა გაითავისოს, რომ საბაზრო ეკონომიკაში ორი რამ არის გარდაუვალი - სიკვდილი და გადასახადები. ფისკალური ეფექტი აქ მხოლოდ თანამდევი შედეგი იქნება.


- რა მეთოდოლოგიით შეიძლება აღრიცხონ რეპეტიტორები, კარდაკარ დაივლიან, თუ მათ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს გამოჰკითხავენ?


- მიზანს გააჩნია, თორემ დათვლა სხვადასხვა მეთოდით და ისეთი სიზუსტით შეიძლება, რომ შეგვიძლია გავიგოთ, არა მარტო რეპეტიტორთა რაოდენობა, არამედ მათი საქმიანობათა სახეები და დისციპლინებიც.


მეორე საკითხია, თუნდაც დადგინდეს ზუსტი რაოდენობა, ადმინისტრირება რამდენად იქნება შესაძლებელი. არ უნდა გავიმეოროთ შევარდნაძის დროინდელი მწარე გამოცდილება - მაშინ შეიქმნა საგადასახადო სამსახურის საგანგებო ლეგიონი, ბიუჯეტიდან მას 18 მილიონი ლარი გამოუყვეს, მობილიზებულმა თანხამ კი 4 მილიონი შეადგინა. ჩიტი ბდღვნად უნდა ღირდეს!


- რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს რეპეტიტორების ჩრდილიდან გამოყვანას? შესაძლებელია თუ არა მათ მოსთხოვონ საშემოსავლო გადასახადის გადახდა, ჩართონ საპენსიო სისტემაში ან მათი აღრიცხვის შედეგად უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლები შეიცვალოს?


- ერთსაც დავამატებდი - რეპეტიტორების ინსტიტუტის არსებობა ნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში სათანადო ცოდნას ვერ იღებენ. ამიტომ რეპეტიტორების გამოკვლევა ამ კუთხითაც იქნება საინტერესო, გავიგებთ, რომელი რეგიონის, ქალაქის თუ სკოლის მოსწავლეებს შორის არის ყველაზე მეტი მოთხოვნა რეპეტიტორებზე და მოვახდენთ კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებას.



- რას მისცემს საქსტატს ბინის გამქირავებლების შემოსავლების დათვლა და ახლა რატომ ვერ ხერხდება ადმინისტრირება, როცა კანონი ავალდებულებს ბინის გამქირავებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ მინიმუმ შემოსავლის 5%-ის გადახდას?


- ამ სფეროზე დღეს არსებული მონაცემები არა თუ აისბერგის ზედა ნაწილი, მისი კენწეროს წვერიც არ არის.თბილისში წელიწადში საშუალოდ 33-35 ათასი ბინა იყიდება, მათი ჯამური საბაზრო ფასი დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარია. თუ დავითვლით გაქირავების მასშტაბს, ის 80-100 მილიონი დოლარის ფარგლებშია და ეს მაშინ, როცა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში იჯარისა და ყიდვა-გაყიდვის ბრუნვები თითქმის თანაბარია.


რატომ გვაქვს ჩვენ ამხელა აცდენა? როცა ბინის მესაკუთრე იცვლება და უძრავი ქონება სხვა პირზე გადაფორმდება, მოქალაქე გადასახადის გადახდას გვერდს ვერ აუვლის. თუმცა ამ შემთხვევებშიც შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობა, რადგან ხშირად საბაზრო ფასზე ნაკლებად აფასებენ უძრავ ქონებას.


ფაქტია, 8-9-ჯერ ნაკლებია გაქირავებისგან მიღებული შემოსავლები გაყიდულ უძრავ ქონებაზე და ბუნებრივია, ეს სფერო ჩრდილიდან გამოსვლას საჭიროებს. ამ პრობლემაზე საუბრისას სპეციალისტები აყენებენ საკითხს, რომ იქნებ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას და თუ 2016 წელს 20-დან 5%-მდე შემცირდა ბინის გაქირავებისგან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის ოდენობა, ეს გაგრძელდეს და ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონებისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით დაიბეგროს. მაგრამ აქვე უნდა გაკეთდეს დათქმა, რომ ამ შემთხვევაში საგადასახადო სამსახურების მიერ მკაცრი ადმინისტრირება განხორციელდება. შესაძლებელია გერმანიის, ჰოლანდიისა და ზოგი განვითარებული ქვეყნის მაგალითის გათვალისწინებაც.


- მაინც რა გამოცდილება აქვთ ამ ქვეყნებს ასეთი, რაც შესაძლოა ჩვენთვის საინტერესო იყოს?


- მაგალითად, ამ ქვეყნებში არის მოწოდება, რომ მეზობლებმა დააფიქსირონ და საგადასახადო სამსახურებს აცნობონ, თუ მათ სამეზობლოში აქირავებენ ბინებს. ეს იქაური ცხოვრების წესის ნაწილია, ჩვენთან კი ჩაშვებად ითვლება.


- რას მოგვცემს ჩრდილში მყოფი ეკონომიკის სექტორების აღრიცხვა?


- გვეცოდინება, რეალურად როგორია ჩვენი ეკონომიკის მასშტაბი. ეს ინვესტორებს დაეხმარება, განსაზღვრონ საქართველოს რეალური ბაზრის ტევადობა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობა. თუ გაიგებენ, რომ საქართველოში ბინების გაქირავებით მოსახლეობის შემოსავალი პირობითად არა 80 მილიონი, არამედ 300 მილიონი დოლარია, ეს ნიშნავს, რომ გადახდისუნარიანი მოთხოვნა 220 მილიონით მეტი ყოფილა. შესაბამისად, ამ მონაცემების გასაჯაროებას გამოყენებითი ღირებულებაც ექნება. საქართველოს ბაზარი მცირეა და ყოველი დამატებითი რესურსის გამოჩენა ზრდის შიდა თუ გარე ინვესტორების დაინტერესებას.


- თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სექტორების ჩრდილიდან გამოყვანის შემთხვევაში შესაძლოა მათი მომსახურების საფასური გაიზარდოს.


- ფასების ზრდაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოახდენს გავლენას: ჯერ ერთი, ქვეყანაში ფასები მაინც იზრდება და ყველაზე მოკრძალებული, ხოლო ეროვნული ბანკის ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი წლეულს ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე უნდა იყოს. ტენდენციაა, რომ ფასები არასდროს იკლებს, პირიქით, ყოველთვის იმატებს, ამიტომ რეპეტიტორების შრომის საფასური, ისევე როგორც გაქირავების ფასი, ამ ტენდენციას მიჰყვება. ამას დაემატება ისიც, რომ ლეგალურ ბიზნესში მათი ჩართვა ხარჯებს გაზრდის და ეს ფაქტორიც ფასების ზრდაზე იმოქმედებს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში ამ სექტორების მომსახურების ფასი საგრძნობლად გაიზრდება.


„კვირის პალიტრა“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up