ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო ლექციებზე ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების არსებობის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე მოხელემ ორგანიზაციების და სხვადსხვა ჯგუფების წინაშე გამოსვლისას განაცხადეს, რომ COVID 19-ის შემთხვევებში ქვეყანაში მარტის ბოლოს დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაუზუსტებიათ. ინფიცირების შემთხვევები ფხენიანში, სამხრეთ ხვანხესა და ჩრდილოეთ ხამგიონის პროვინციებში დაფიქსირდა.
ოფიციალურად ჩრდილოეთ კორეას ქვეყანაში დაავადებულთა არსებობა არ დაუდასტურებიათ.
IMEDINEWS