ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქალაქ კესონში კარანტინი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ კორონავირუსით იყო ინფიცირებული სამხრეთ კორეიდან საზღვირს უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ სიტუაცია კრიტიკულია და შესაძლოა ვირუსმა ქვეყანაში შემოაღწია.
სავარაუდოდ ინფიცირებული პირი სამხრეთ კორეაში სამი წლის წინ წავიდა, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის სიმპტომებით 19 ივლისს დაბრუნდა და საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ახლა ის კარანტინშია, ხოლო ხელისუფლება იკვლევს, ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონტაქტი.
Imedinews