ჩრდილოეთ კორეამ კრიპტოვალუტების ბანკებსა და ბირჟებზე კიბერშეტევებით 2 მილიარდი აშშ დოლარი მოიპარა - ინფორმაციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშზე დაყრდნობით, იაპონური გაზეთი Asahi Shinbum-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფხენიანმა 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, სულ მცირე 17 ქვეყნაში დაახლოებით, 35 შეტევა განახორციელა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მოპარული თანხებით აფინანსებს ჩრდილოეთ კორეა მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამას.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ ჰუანგის პროვინციიდან ზღვის მიმართულებით ორი ამოუცნობი საარტილერიო ჭურვი ისროლა. მანამდე კი, 2 აგვისტოს დიქტატორულ ქვეყანაში რამდენიმე ახალი რაკეტა გამოსცადეს; პროცესს თვალს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ადევნებდა.
BMG