ჭორები დოლარის გარდაცვალების შესახებ - გადაჭარბებულია

ჭორები დოლარის გარდაცვალების შესახებ - გადაჭარბებულია

access_time2021-02-03 20:00:07

დოლარის მომავალზე სერიოზულად დაფიქრებისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა, სანამ ვინმე მის მოახლოვებულ კრახზე ისაუბრებს - უკეთესი იქნება პასუხი რამდენიმე კითხვას გასცეს.

 

პირველი  - ჰყავს თუ არა დოლარს სერიოზული კონკურენტი, რომელიც მას, როგორც გლობალურ სარეზერვო ვალუტას, ჩაანაცვლებს?  მეორე - რა მდგომარეობაში იქნება დოლარი იმ შემთხვევაში, თუ აქტივების და სესხების დღეს არსებული ბაზარი ჩამოიშლება?

 

პასუხები ამ 2 შეკითხვაზე ნათლად დაგვანახებს, რომ არც უახლოეს და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში დოლარს კრიზისი არ ემუქრება.

 

დოლარის ჩამოშლის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად პესიმისტებს პანდემიის დროს ამერიკული ფინანსური ბაზრის ფულადი მასით უპრეცედენტო ავსებას ასახელებენ. აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი არასდროს არ ყოფილა ასეთი დიდი, ისევე, როგორც სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი

 

ამავე დროს ფედერალურ რეზერვს აქამდე რეფინანსირების განაკვეთი ასე რადიკალურად არასდროს შეუმცირებია.

 

პრობლემად ასევე ისიც მიიჩნევა, რომ ამერიკულ ეკონომიკურ პოლიტიკაში უახლოეს პერიოდში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ბაიდენის ადმინისტრაცია საბიუჯეტო სტიმულირების შემდეგი პროგრამის მიღებას აპირებს, ფედერალური რეზერვი კი ბაზარზე ფულადი მასის გაზრდას კვლავაც აანონსებს.

 

პესიმისტები ასევე თვლიან, რომ საბიუჯეტო დეფიციტის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი უარყოფით საგარეო-სავაჭრო ბალანსს კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო დოლარში ჩადებული ინვესტიციები დაბალი პროცენტის გამო იმდენად მცირე მოგებას იძლევა, რომ ინვესტორები ამერიკული ვალუტიდან გარბიან.


 

პესიმისტებს ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ავიწყდებათ  - თუ დოლარს დევალვაცია უწერია, ის სხვა გლობალური ვალუტების მიმართ უნდა გაუფასურდეს,  თუმცა, მათ წინაშე იგივე პრობლემებია, რაც დოლარის წინაშე.

 

საკმარისია ვნახოთ, რა უბედურებები ელის ევროს, რომელიც წესით ამერიკული ვალუტის ჩანაცვლებაზე მთავარი კანდიდატია. ეკონომიკური ვარდნა ევროპაში გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე შტატებში, ხოლო საპროცენტი განაკვეთები არათუ მცირეა, არამედ უარყოფითია.

 

თუმცა, ესეც ყველაფერი არაა - ევროზონა ვალების ახალი კრიზისის მოლოდინშია და ეს კრიზისი ერთიანი ევროპული ვალუტის არსებობას საფრთხეს უქმნის.

 

განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ის, რომ მომავალი კრიზისის ეპიცენტრი შესაძლოა გახდეს იტალია, რომლის ეკონომიკაც საბერძნეთის ეკონომიკაზე 10-ჯერ დიდია - წინა კრიზისი, რომელმაც ევრო კინაღამ  დაანგრია, სწორედ საბერძნეთში დაიწყო.

 

კიდევ რამდენიმე სხვა მსხვილი ვალუტა - მაგალითად, ჩინური იუანი და იაპონური იენა. ეს ფულადი ერთეულები სარეზერვო ვალუტად არასდროს გამოიყენებოდნენ, ეს კი დიდი ფსიქოლოგიური ფაქტორია რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საკუთვრივ ფინანსურ საკითხებს  - სარეზერვო ვალუტისთვის აუცილებელია რეპუტაცია და ათწლეულების მანძილზე დაგროვილი უპირობო ნდობა.

 

არც იენას და არც იუანს ამ მხრივ დიდი პერსპექტივა არ გააჩნიათ. თანაც, მათ არც ფინანსური თვალსაზისით აქვთ ყველაფერი წესრიგში - იაპონიის  სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მის ფონზე აშშ-ს ბიუჯეტი იდეალურ დაბალანსებულად გამოიყურება.

 

ჩინეთიც დღეს საკრედიტო საპნის ბუშტის ტყვეობაშია და საკუთარ ფინანსურ სისტემას მკაცრად აკონტროლებს, რაც თავისთავად გამორიცხავს სარეზერვო ვალუტისთვის აუცილებელ ნდობის გაჩენას.

 

დოლარის სასარგებლოდ ერთი ფაქტორიც მეტყველებს - სწორედ მისი რეპუტაცია, როგორც უსაფრთხო ნავსაყუდელის. როდესაც გლობალური ფულად-საკრედიტო საპნის ბუშტი გასკდება, ინვესტორები სწორედ უსაფრთხო ნავსაყუდელის ძებნას დაიწყებენ. და სავარაუდოდ ეს როლი ისევ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებს ერგება.

 

არავინ ამბობს, რომ ამერიკელები თავიან სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობაზე არ უნდა წუხდნენ. ამერიკელებს ბევრი პრობლემა აქვთ - ოღონდ დოლარის ჩამოშლა მათ შორის ყველაზე აქტუალური ნამდვილად არაა.

 

 

წყარო: nationalinterest.org





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up