“ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დაიწყო პროცესები” - რას უმზადებენ საქართველოს

“ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დაიწყო პროცესები” - რას უმზადებენ საქართველოს

access_time2019-10-24 20:30:55

თავდაცვის მიზნით ქართული მხარის მიერ სოფელ წნელისთან გაკეთებული ბლოკპოსტი და ამ ტერიტორიაზე ქართული უსაფრთხოების ძალების პატრულირება, რუსეთმა ამჯერადაც პროვოკაციის მიზნით სათავისოდ გამოიყენა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, აღნიშნული ვითარება „საზღვარზე" მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ეს ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.

 

ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადგან ქართული მხარიდან არანაირ მოქმედებებს ადგილი არ აქვს.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ქმედება, რამაც ეს პროვოკაციული განცხადება გამოიწვია, შესაძლოა სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგოს დადგმა გახდა, თუმცა, მისივე განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, თუ, ქართლმა მხარემ მანამდე რატომ არ განიხილა ამ ნაბიჯთან დაკავშირებული რისკები.

 

„რუსეთის მხრიდან ასეთი პროვოკაციული განცხადებები ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი კი არ ყოფილა ის, რომ ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგო ააშენა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, შეტყობინების და განხილვის გარეშე, ამ ტიპის ღონისძიება განხორციელებული არ ყოფილა. როგორც წესი, შეხვედრები ერგნეთში ტარდება და იქ განიხილავენ ხოლმე ინციდენტების თავიდან აცილებისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს.

 

„ამაზე ერგნეთში განხილვა არ ყოფილა და ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო, რამაც გამოიწვია ოსეთის მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია და ერთის ნაცვლად ორი-სამი საგუშაგო ააშენეს, რასაც თავიანთი ინტერესების რეალიზაციისთვის იყენებენ. ანუ, აშკარად ჩანს, რომ ქართული მხარის ეს ნაბიჯი მათ ეფექტურად საპასუხოდ გამოიყენეს და აქედან გამომდინარე ძალიან რთული ვითარებაა.

 

„იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დალაგებულიყო და ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შემდეგ იმედი იყო, რომ რაღაც ფორმით და საკითხით დალაგდებოდა, მიუხედავად ამისა, დაძაბულობა და ესკალაცია გრძელდება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რადგან ესკალაცია გრძელდება, ზალკალიანი და ლავროვი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ."-აცხადებს იგი.

 

მისივე შეფასებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადების მიზეზი აშშ-ის საქართველოს მხარდამჭერი აქტი არ იქნებოდა, რადგან მსგავს აქტებს აშშ პერიოდულად გამოსცემს ხოლმე.

 

„ეს აქტი პირველად არ გამოდის, აშშ ყოველ წელს რეგულარულად იღებს საქართველოს მხარდამჭერ აქტებს და ეს ძალიან კარგია, გვეხმარება და აშკარად ვგრძნობთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას. მაგრამ, არ მგონია, რომ ეს პირდაპირ კავშირში იყოს ამ განცხადებასთან, ეს უფრო იმასთანაა კავშირში, რომ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე, დაიწყო ისეთი პროცესები, რომელიც მხარეებმა თავიდან ერთმანეთში არ განიხილეს და ერთმანეთი ფაქტის წინაშე დააყენეს.

 


„არ მგონია, რომ ეს რაიმე შეუქცევად პროცესებში გადაიზარდოს, მაგრამ ის შედარებით პირობითად სტაბილური ვითარება, რომელიც „ქართული ოცნების" დროს შემუშავდა ისე, რომ დიპლომატიური და მოლაპარაკებების ფორმებით ახერხებდნენ იმას, რომ ესკალაციაში არ გადასულიყვნენ, ეს სტაბილურობა დაირღვა და თუ ამდენ ხანს მხარეები ერთმანეთის ანგარიშის გაწევას ცდილობდნენ, ახლა აშკარად ერთმანეთს ფაქტის წინაშე აყენებენ, რაც „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას უფრო ჰგავს.

 

"2004 წელს მათ ასეთი პოლიტიკა დაიწყეს და 2008 წელს კი ომი მივიღეთ, იმედი მაქვს , რომ ჩვენს ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ, ეს პირობითი სტაბილურობის მოშლის პირველი ფაქტია და მგონია, რომ ყველა მხარისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

 

„რუსეთი, როგორც ყოველთვის ქართულ ნაბიჯებზე ვერაგულად პასუხობს ხოლმე, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას მიმართ აკეთებს, საკმარისია მან მოწინააღმდეგე სუსტ ადგილებში გამოიჭიროს, იგი შემდეგ ამას ათმაგად პასუხობს, რუსული სტილია, რომ იყენებს მოწინააღმდეგის ენერგიას მისივე საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში აშკარად ეს ქმედება ჩანს.

 

„ვფიქრობ, რომ ქართული მხარე ანგარიშს უფრო მეტად უნდა უწევდეს ევროკავშირს, შეატყობინა თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ წნელისთან საგუშაგოს დადგმას აპირებდა?

 

"აშკარად ჩანს, რომ სადამკვირვებლო მისია უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან განხილული უნდა იყოს, რომ ინციდენტები თავიდან ავიცილოთ ხოლმე.

 

"ერგნეთის მოლაპარაკებები ზუსტად ამისთვისაა შექმნილი, ჩვენ რუსეთს ესკალაციაში და კონფრონტაციაში ვერ მოვერევით, იმიტომ, რომ ისინი ამის პროფესიონალები არიან, ჩვენი მთავარი იარაღი კი მშვიდობაა და არა აგრესიული და წინდაუხედავი ნაბიჯები"- აცხადებს იგი.

 

ზაქარეიშვილისვე თქმით, ჩორჩანას მოვლენები ბუნდოვანია,რაც რუსულ აგრესიაში გადავიდა.

 

„ბლოკპოსტზე მაშინვე ვთქვი, რომ ამას რუსული რეაქცია მოჰყვებოდა და მართლაც იმაზე უარესი რეაქცია მოჰყვა, ვიდრე გავთვალე. ყოველთვის მაინტერესებს ჩვენი სახელმწიფო რამდენად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც სხვებისგან მოვითხოვთ, ეს საკითხი აშკარა ბუნდოვანებით იწყება და გადადის რუსულ მკაფიო ცხად აგრესიაში, სწორედ ეს ბუნდოვანებაა გასარკვევი, რომ მომავალში ჩვენ ასეთი შეცდომა აღარ მოგვივიდეს.

 

„ბლოკპოსტებს არაფერი აღარ ეშველება, არც ჩვენი და არც რუსული მხარე არ აპირებენ ბლოკპოსტების გატანას, მას შემდეგ, რაც ზალკალიანი ლავროვის შეხვედრა იყო, აქ ვითარება არ შეცვლილა, და რადგან ესკალაცია გაგრძელდა, ესე იგი ვერ შეთანხმდნენ, ამიტომაც, აშკარაა, რომ ეს ასე დარჩება.

 

„ასეთი განცხადებების დიდი ნაწილი როგორც წესი ჰაერში იკარგება და შედეგი არაფერია ხოლმე, მაგრამ, ასეთი ტიპის განცხადებებს არც თუ იშვიათად შემდეგ რაღაცა მოქმედებები მოჰყვება ხოლმე. ამ განცხადების სულისკვეთება ისეთია, ვფიქრობ, რომ ეს მორიგი გაფრთხილება და ტემპერატურის აწევის მცდელობაა და არა შორს გამიზნული აქტივობები.

 

„ფაქტია, რომ ახალგორის რაიონი ჩაკეტილია, მოსახლეობა ვერ მოძრაობს, წაყენებული აქვთ ულტიმატუმი, რომ თუ წნელისიდან არ აიღებთ საგუშაგოს, მანამდე ჩვენ ახალგორს არ გავხსნითო, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა, იმიტომ, რომ ახალგორში მცხოვრები მოქალაქეები ფაქტიურად საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ არიან" - აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

„ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. საქართველოს სპეცსამსახურები კი ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები,

 

"სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს," - განაცხადა დე ფაქტო ცხინვალის "უშიშროების კომიტეტის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვამ.

 

resonansedaily


თეგები:
ჩორჩანა



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up