„ჭკვიანი ტერმინალი“ - საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისთვის

„ჭკვიანი ტერმინალი“ - საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისთვის

access_time2019-06-27 14:25:12

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ინოვაციური პროდუქტის დანერგვის შესახებ განაცხადა. საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგნელებს სავაჭრო და მომსახურების სფეროში სრულიად ახალიპ როდუქტით - „ჭკვიანი ტერმინალით“ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. „ჭკვიანი ტერმინალი“ ეს არის პოსტერმინალი, სადაც გაერთიანებულია როგორც საბანკო ბარათით გადახდების სისტემა, ასევე სალარო აპარატის ფუნქციები. ის სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტი, ვინც განათავსებს „ჭკვიან ტერმინალს“, ერთი მოწყობილობით განახორციელებს როგორც საბანკო ბარათებით გადახდის, ასევე სალარო აპარატის ტრანზაქციას.


თუ აქამდე სალარო აპარატის შესაძენად მომხმარებელი იხდიდა 250 დან-400 ლარამდე, ახლა უკვე პირველი 1000 მომხმარებელი „ჭკვიან ტერმინალს“ საჩუქრად მიიღებს და 6 თვის განმავლობაში არ გადაიხდის მომსახურების საკომისიოს. პირველი 200 ტერმინალი მომხმარებელს 1 ივლისიდან გადაეცემა. სავაჭრო და მომსახურების სფეროს წარმომადგენლები 1 თვის განმავლობაში შეძლებენ სატესტო რეჟიმში გამოსცადონ „ჭკვიანი ტერმინალი“. ბანკი ამ პერიოდში მომხმარებლის მიერ გამოთქმულ კომენტარებსა და სურვილებს გაითვალისწინებს, ხოლო 1 აგვისტოდან კი ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს საქართველოს ბანკის დახვეწილი „ჭკვიანი ტერმინალით“ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, (ექსპრეს ფილიალების გარდა) მთელი ქვეყნის მასშტაბით.


„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკთან ერთად ბიზნესი დაწყება ძალიან მარტივია. ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სერვისცენტრებში,ერთ სივრცეშიუწევს მრავალფუნქციურ მომსახურებას ბიზნესის წარმომადგენლებს - მათ, ვისაც სურს დაიწყოს ბიზნესი ან განავითაროს ის. „ჭკვიანი ტერმინალი“ როგორც ინოვაციური პროდუქტი ვფიქრობ, კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების სქემას. „ჭკვიანი ტერმინალი“ რომელსაც სალარო აპარატის ფუნქციაც აქვს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს თანხა, რადგან მას აღარ მოუწევს ცალკე სალარო აპარატის შეძენა. ჩვენი მიზანია, არსებითად გავამარტივოთ ბიზნესის მხარეს არსებული საჭიროებების მოგვარება. ვფიქრობ, მიზანი ამ ეტაპზე მიღწეულია. ამასთან, კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.



საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განაგრძობს ეგრეთ წოდებული „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურების დანერგვას, რათა კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი გახადოს ბიზნესის დაწყება ან განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ბანკი მომხმარებელს ერთ სივრცეში უწევს მომსახურებას ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, შესაძლებელია ბანკის სერვისცენტრში ერთ ვიზიტზე: დაარეგისტრიროთ კომპანია, ისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით, გახსნათ საბანკო ანგარიში.ასევე, მიიღოთ„ჭკვიანი ტერმინალი“, სალარო აპარატი თუ პოსტერმინალი, ან კონსულტაცია ბანკში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.







ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up