„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვის თაობაზე საკონსულტაციო ჯგუფმა საბოლოო დასკვნები წარმოადგინა

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვის თაობაზე საკონსულტაციო ჯგუფმა საბოლოო დასკვნები წარმოადგინა

access_time2020-02-14 15:34:14

გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, საკონსულტაციო კომპანიის - GOPA infra ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ (Integrated Traffic Control System) განვითარებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელბს.



სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა, საკონსულტაციო ჯგუფის საბოლოო დასკვნები განიხილეს და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.



მაია ბითაძის თქმით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დასანერგად ტექნოლოგიების შესყიდვას თბილისის მუნიციპალიტეტი მომავალი თვიდან დაიწყებს. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდას და საცობების შემცირებას.



„გერმანიის მთავრობის დახმარებით დასრულდა პროექტი, რომელმაც ზუსტი ინფორმაცია მოგვცა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც აუცილებელია თბილისის საცობებისგან განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. შესაბამისად, გერმანიის მთავრობის მიერ მოცემული ზუსტი სპეციფიკაციების მიხედვით, მომავალი თვიდან დაიწყება შესაბამისი ტექნოლოგიების შესყიდვა, რომელიც, ვფიქრობთ, თბილისს განტვირთავს საცობებისგან. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ახალი, დიდი ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვა და თანამედროვე ტექნოლოგიის ჭკვიანი შუქნიშნებისა და მართვის სისტემები ჩაირთვება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.




შეხვედრაზე გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა თბილისის მერიასთან თანამშრომლობა ნაყოფიერად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის შედეგები თბილისის ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სასარგებლო იქნება.



„გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ახალ პროექტზე, რომელიც თბილისში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მობილობის საკითხებს ეხება. დღეს ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც კონსულტანტებმა წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ურბანული სივრცითი მოწყობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ვამაყობთ ამ თანამშრომლობით და მოუთმენლად ველით, რომ გავხდებით მოწმეები, თუ როგორ გადაიქცევა თბილისი თანამედროვე ქალაქად, სადაც ადვილია გადაადგილება და რომელიც მორგებულია ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებზე“, - განაცხადა კლაუს ფაიგელმა.


შეხვედრას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.



„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ ჩამოყალიბების მიზანია ქალაქის საცობებისგან გათავისუფლება, საგზაო უსაფრთხოება, საჯარო ტრანსპორტის უპირატესობის მიღწევა გადაადგილებისას და ჰაერის დაბინძურების შემცირება. ტრანსპორტის მიმართულებით ამ მოცულობის სამუშაო, საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up