„ჭკვიანი ფინანსთა მინისტრის და ჭკვიანი ბანკის მმართველის აქტიური მოქმედებაა საჭირო“ - პაატა ტრაპაიძე

„ჭკვიანი ფინანსთა მინისტრის და ჭკვიანი ბანკის მმართველის აქტიური მოქმედებაა საჭირო“ - პაატა ტრაპაიძე

access_time2020-03-24 15:30:08

„კორონავიურსსაც მოვერევით, მაგრამ გვექნება სრული გაჩერება ეკონომიკაში თუ სასწრაფოდ არ მივიღეთ ზომები. ფინანსური საკრედიტო პოლიტიკის გაჯანსაღების გარეშე ვერაფერი ვერ წაიწევს წინ.  ამ სიტუაციაში ჭკვიანი ფინანსთა მინისტრის და ჭკვიანი ბანკის მმართველის აქტიური მოქმედებაა საჭირო.“ - კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე სამშენებლო სექტორისთვის კორონავირუსისა და შესაბამისად, ლარის კურსით გამოწვეულ სიძნელეებზე საუბრობს.


როგორც ტრაპაიძე აღნიშნავს, კომპანიებს მასალების შესყიდვა მაღალი კურსით უწევთ, მომწოდებლების დიდი ნაწილი კი თანხების წინასწარ გადახდას ითხოვს. მისივე თქმით, სექტორი დიდ სიძნელეებს აწყდება და პროექტების განხორციელება საკრედიტო პოლიტიკის დარეგულირების გარეშე შეუძლებელია. 


„როცა მსოფლიოს და ჩვენს სახელმწიფოს უჭირს, ჩვენი მხრიდან წუწუნის დაწყება აბსურდია, მაგრამ გაუსაძლისია ის ფინანსური მდგომარეობა რაც ახლა არსებობს.



რკინა და სხვა სამშენებლო მასალები სამწუხაროდ დოლარშია ნომინირებული. ხალხს მუშაობა უნდა და არ ეშინია, მაგრამ ლარის და დოლარის კურსს ვერაფერს ვერ ვუზამთ, ეს  ჩვენს ძალებს აღემატება. ამიტომ, ქვეყანამ უნდა შექმნას თავისი სავალუტო ბალიში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გაჩერდება. დღეს მთავარი პრობლემა არის ქეში,  ჩვენ ქეშს ვიღებთ ბანკებიდან ან შესრულებული სამუშაოდან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიყვანოთ ვალუტაში და ვიყიდოთ რაც გვჭირდება დოლარებში.  რკინის, არმატურის ფასი კვოტირდება დოლარში, დიდი რაოდენობით რკინა გვაქვს საყიდელი და დიდი რაოდენობით სამუშაოებს ვასრულებთ. რა ვქნათ? ყველას ვუთხრათ რომ ლარში გადაიყვანოს ყველაფერი? - ეს  ჩვენს პრეროგატივაში არ შედის. მაშინ უნდა გვითხრან, რომ ვერ აკავებენ ლარს. ყველა კონტრაქტი, რომელიც მოგებული გვაქვს იყო მაშინ, როცა დოლარის კურსი 2,81-დან 2,85- ამდე იყო.  თუ მე კონტრაქტი აღებული მაქვს ამ კურსით, ამ ლარის კურსის ფონზე უკვე 15 პროცენტით გაძვირდა ჩვენი პროექტები.  არ ვლაპარაკობთ არავითარ მოგებაზე, საიდან მოვიტანოთ ეს ფული, რომ დავფაროთ ხარჯები.


სამშენებლო მასალების მომწოდებლები წინასწარ ითხოვენ გადახდას და ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს. ყველას ეშინია და გასაგებიცაა ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ვიცი, რომ ძალიან უჭირს ქვეყანას, რადგან უზარმაზარი შემოდინებები გაჩერდა, ცალკე ტურიზმი და ცალკე გადმორიცხვები შეგვიჩერდა. მაგრამ ანალოგიური მდგომარეობა იყო 2008 წელს და გამოვძვერით. ის ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახლაც, რომ ავიღოთ დამატებითი სავალუტო კრედიტები.“ - აღნიშნა პაატა ტრაპაიძემ.  


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up