„ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს ბანკისგან

„ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს ბანკისგან

access_time2021-01-25 15:33:26

შესაძლებლობები რომ უსაზღვროა ამაში საქართველოს ბანკი არაერთი პროექტის თუ ადამიანის მეშვეობით გვარწმუნებს. განსაკუთრებით კი ისეთი პროექტებით, რომელიც განათლების ხელშეწყობას, ახალი თაობის წახალისებასა და მხარჭერას ითვალისწინებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბანკი უკვე მერვე წელია სტუდენტებს დიდ ბრიტანეთშისაუკეთესო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. 


 

იმისთვის რომ უკეთ მოგიყვეთ თუ რა შესაძლებლობებს იძლევა „ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა, თავად 2020-2021 სასწავლო წლის პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულსსაქართველოს ბანკის სტიპენდიანტ ლევან ფავლენაშვილსგავესაუბრეთ.


 

„ჩემი კარიერის გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ ბევრს ახალს აღარ ვსწავლობდი. ნათლადაც ვხედავდი ნაკლოვანებებს ჩემს უნარებში მათემატიკური მოდელირებისა და მონაცემთა ანალიზის თვალსაზრისით“,- გვიყვება ლევანი. „მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებებს ვაკმაყოფილებდი, ვიცოდი რომ უფრო მეტი შემეძლო. დავიწყე ტექნიკური ცოდნის გაღრმავებაზე ფიქრი და არჩევანი „ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამაზე გავაკეთესაკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, გამარჯვების სურვილთან ერთად,დიდი იმედიც მქონდა. აპლიკაციაზე მუშაობას მისი გახსნისთანავე შევუდექი,  ნელა ვავსებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი მქონოდა დრო სამოტივაციო წერილის რამდენჯერმე გადასაკითხად თუ დასარედაქტირებლად. ბოლო ვადამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე უკვე დასრულებული მქონდა აპლიკაციაზე მუშაობა, დეკემბრის დასაწყისში კი ედინბურგის უნივერსიტეტიდან შემოთავაზებაც მივიღე. დაფინანსების მოსაპოვებლად, გაზაფხულზე გასაუბრების ეტაპი გავიარე, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ ჩატარდა. ივნისის ბოლოს კი გავიგე, რომ ედინბურგში მოვდიოდი“,- ამბობს ლევანი.


 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლევანი მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით ედინბურგის უნივერსიტეტში ეუფლება. ედინბურგისუნივერსიტეტს 4 საუკუნეზე მეტხნიანი ისტორია აქვსმის კურსდამთავრებულებს შორის კი არიან ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიცააჩარლზდარვინიდევიდ ჰიუმიარტურ კონან დოილიტომასბაეზიჯეიმს კლერკ მარქსველი და სხვა. 


 

მიუხედავად იმისა, რომ ლევანს ყოველთვის ჰქონდა უცხოეთში სწავლის სურვილი და ინტერესი, ედინბურგში ჩასვლას თავისი გამოწვევები ახლდა. „ისევე როგორც მათემატიკის სკოლის ყველა სხვა პროგრამა ედინბურგის უნივერსიტეტში, ჩემი პროგრამაც საკმაოდ ინტენსიურია. სემესტრის მანძილზე მიწევს ბევრი საგნის აღება და მუდმივი დავალებების თუ აქტიობების შესრულება. ამისთვის გარკვეულწილად მზად ვიყავი, თუმცა მასშტაბები ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული“,- გვიამბობს ლევანი. „ქალაქისთვის პირველადი თვალის შევლება აეროპორტის გზიდან შევძელი. ამას მოჰყვა 2 კვირიანი კარანტინი და სწავლის პარალელურად არაერთ საყოფაცხოვრებო საკითხზე თუპრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაეს თავისთავად ახალი, თუმცა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. ქალაქის დათვალიერების შესაძლებლობა რეალურად სამი თვის შემდეგ მომეცა. ბუნებრივია, გარკვეული სტრესის წინაშე აღმოვჩნდი და ჩემთვის ვფიქრობდი კიდეც, რატომ გადავწყვიტე აუტკივარი თავის ატკიება და მეორე მაგისტრატურისთვის უცხოეთში წამოსვლა. თუმცა ცოტაოდენი დროის შემდეგ, როცა უკვე შეგუებული ვიყავი ჩემს ახალ ცხოვრებას, დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და მივხვდი, რომ ედინბურგში წამოსვლა ჩემი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელიც იყო.“



 

ბრიტანეთში ცხოვრებაზე ადაპტირებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ლევანისთვის ენობრივი ბარიერის ნაკლებობა იყო. „აქ ცხოვრების ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ენობრივი ბარიერი არ არსებობს. „სახლში“ ყოფნის შეგრძნება უფრო სწრაფად ყალიბდება ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც ინგლისურად სწავლობ, თუმცა ქვეყნის ძირითადი ენა სხვა არის“, - ამბობს ლევანი. ახალ გარემოზე შეგუებაში მას ედინბურგის ლანდშაფტიც დაეხმარა. „ედინბურგი საკმაოდ მთა-გორიანი ქალაქია და მიუხედავად იმისა, რომ სხვა არაფრით ჰგავს თბილისს, ეს ჩემთვის, როგორც მთაში გაზრდილი ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო შეგუებისთვის“.


 

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლაში ოპერაციების კვლევას შეისწავლიროგორც თვითონ გვიყვება, „ეს გამოყენებითი მათემტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად, ფაქტობრიდავ ყველა სფეროში გამოიყენება. მარტივი მაგალითებიარიგების და სატრანსპორტო ნაკადების მართვაგზების დაგეგმარებაწარმოებისა დასადისტრიბუციო საქმიანობის ოპტიმიზაცია და ..”. 


 

პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ, ლევანი კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ ედინბურგის უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და უნარები სწორედ ის იყო, რაც კარიერული წინსვლისთვის სჭირდებოდა. „პროგრამამ ჩემს მოლოდინებს როგორც დატვირთულობის, ასევე შეძენილი პრაქტიკული ცოდნის თვალსაზრისითაც გადააჭარბა. პროგრამაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ძალიან კარგადაა შერწყმული და ნათლად ხედავ, თუ როგორ შეიძლება ყველა ამ იდეის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება. პირველი სემესტრის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ბოლო სამ თვეში უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე სხვა რამდენიმეწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის მანძილზე. ახლა უფრო თავდაჯერებულიც ვარ, რომ ჩემი კარიერული გეგმების განხორციელებას შევძლებ“, - გვიამბობს ლევანი.


 

ჩვენი საუბრისას ლევანს ისიც ვკითხეთ, თუ რას ურჩევდა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს. მის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაგვიზიარა. „პირველ რიგში, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტს ვურჩევ სწორად აარჩიოს პროფესია, ისწავლოს ისეთი რამ რაც რეალურად აინტერესებს და იზიდავს, არ შეუშინდეს გამოწვევებს და ბაზარზე იმჟამად არსებულ მოთხოვნებს. მარტივ პროგრამებზე სწავლა ყველაზე ნაკლებს იძლევა. სტიპენდიის მოსაპოვებლად კი მნიშვნელოვანია გამოიკვლიოთ ყველა შესაძლებლობა დაფინანსების, როგორც უნივერსიტეტის შიგნით ისე სხვადასხვა ფონდებში. აუცილებელია თადარიგი ადრიანად დაიჭიროთ და დაიწყოთ მომზადება აპლიკაციის გახსნამდე. ამისათვის საკმარისი იქნება სულ ცოტა ინფორმაციის მოგროვება, რეზიუმეს განახლება და ა.შ. სასურველია რომ სტიპენდიის მოთხოვნები აპლიკაციის შევსების შემდეგ, რაც შეიძლება მალე დააკმაყოფილოთ, რომ თქვენი წასვლისათვის მზადყოფნა უკვე გასაუბრებაზეც ჩანდეს. დროულად შეიტანეთ განაცხადები უნივერსიტეტში (განსაკუთრებით ბრიტანეთში სადაც პირველი ტალღა აპლიკაციების მიღების როგორც წესი დეკემბერში სრულდება), დააკმაყოფილეთ უცხო ენის ტესტი მოთხოვნები და ა.შ. გარდა ამისა, აპლიკაციასა და გასაუბრებაში აჩვენეთ, რომ აქტიური მოქალაქე ხართ და თქვენს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას მნიშვნელოვანი სამომავლო ეფექტი ექნება. კარგ უნივერსიტეტში მოხვედრა თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ ადგილას საკმაოდ ხანგრძლივი დროის დაყოფა მოგიწევთ, შესაბამისად ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას და დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად მისაღები და კომფორტული იქნება თქვენთვის ეს გარემო.


 

ლევანს მის სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრეთ. „პროგრამაში მონაწილეობა მაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მივიღო ცოდნა და გამოცდილება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში. ეს მნიშვნელოვნად დამეხმარება გავაუმჯობესო საკუთარი შესაძლებლობები ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის ანალიზის თვალსაზრისით, დავრჩე კონკურენტუნარიანი გრძელვადიან ჭრილში და ახალი ცოდნა საქართველოში ჩამოვიტანო. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ რამდენიმე პროექტში მივიღო მონაწილეობა, საჯარო პოლიტიკის ანალიზის სფეროში. ჩემი ცოდნა გამოვიყენო უფრო კომპლექსური და მაღალი დონის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიმართულებით. გარკვეული საწყისი კაპიტალის დაგროვების შემდეგ კი ვფიქრობ შევქმნა საკუთარი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც როგორც საჯარო,ისე კერძო სექტორს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში კვლევითი და მოდელირების სერვისების მიწოდებით. აგრეთვე, ვაპირებ, რომ  საქართველოში ოპერაციების კვლევის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, განსაკუთრებით იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც ორჭოფობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (მათემატიკა, ფიზიკა) დარჩენასა და სოციალურ მეცნიერებებში გადასვლაზე. მინდა, რომ ოპერაციების კვლევა მათ ალტერნატიულ პროფესიად დავანახო, სადაც თავიანთი უნარების ფართო სპექტრში გამოყენებას შეძლებენ“.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების მხარდაჭერა ბანკის ერთერთი მთავარი მიმართულებაა. ბანკი აქტიურად განაგრძობს ისეთი სასტიპენდიო პროგამების განხორციელებას, როგორიცაა: Miami Ad School Europe,„ჩივნინგი„ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამები, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სასურველ ადგილას და მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა. 


 

დამატებითი დეტალები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერსებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ამ ბმულზე:https://csr.ge/ka


(R)





ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up