„ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი უსაზღვრო შესაძლებლობები

„ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი უსაზღვრო შესაძლებლობები

access_time2021-03-04 10:40:39

„წარმატებაა როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი პოტენციალი გამოავლინოს და ბოლომდე გამოიყენოს, არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეში. თითოეულმა ჩვენგანმა გულის სიღრმეში ვიცით თუ რა იქნება ჩვენთვის წარმატება და თუ არ ვიცით, პირველი ნაბიჯიც ალბათ ამის გამორკვევაა“, - ასე გვპასუხობს კითხვაზე თუ რა არის მისთვის წარმატება საქართველოს ბანკის „ჩივნინგის“ პროგრამის სტიპენდიანტი, ნინუცა ნანიტაშვილი.



„ჩივნინგი“ სასტიპენდიო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობით, საქართველოს ბანკი  უკვე მერვე წელია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას სრული დაფინანსებით ისწავლონ გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში. ნინუცაც ერთ-ერთი მათგანია.



გასულ წელს მან ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) სამაგისტრო პროგრამა სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით წარჩინებით (Distinction) დაამთავრა. იქ ყოფნისას მენეჯმენტის დეპარტამენტის სტუდენტური წარმომადგენელიც  იყო, დღეს კი საქართველოდან კონსულტანტობას ციფრული განვითარების და სოციალური ბიზნესის მიმართულებით ეწევა. ნინუცა მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გრაამენის კრეატიული ლაბი, გაეროს პროგრამები, Impact Hub თბილისი და სხვა. ამავდროულად კი ISET-ში ციფრულ სამყაროში ბიზნესის და მმართველობის მიმართულებით ლექტორობასაც ითავსებს. 



დეტალურად მის გამოცედილებაზე და იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა „ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა, ნინუცას გავესაუბრეთ. 



-როგორ მოხვდი „ჩივნინგის“ პროგრამაში?



ჩივნინგის პროგრამის შესახებ წლების წინ გავიგე მეგობრებისგან. სულ მქონდა გეგმაში რომ მეც მესარგებლა ამ შესაძლებლობით და ბრიტანეტში მესწავლა, თუმცა, აქამდე როგორც ჩანს სწორი დრო ვერ მოვნახე. ამასობაში, საქართველოში ერთი სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე და სამ წლიანი პაუზის შემდეგ საბოლოოდ, ჩემს თავს ვადა მივეცი რომ ამ წელს აუცილებლად უნდა მეცადა ბედი. როგორც ყველა სხვამ, მეც რამდენიმე ეტაპიანი შერჩევა გავიარე და გრძელი პროცესის შემდეგ გამარჯვებულებს შორის აღმოვჩნდი.


-მოგვიყევი შენს პროგრამაზე


ჩემი სამაგისტრო პროგრამა სოციალურ ინოვაციებს და მეწარმეობას ეხებოდა. იმას, თუ როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ განვითარებას გამჭრიახი ბიზნეს გადაწყვეტებით და ინოვაციებით, სადაც გარემოს დაცვას და ადამიანურ კეთილდღეობას ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორც ბიზნესის საშუალებით ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტად ვხედავთ, როგორ ხდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები კომერციული და როგორ უახლოვდებიან ბიზნესები სოციალურ მიზნებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიკვლიოთ ის ბიზნეს მოდელები, მოქმედების არეალები და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სწრაფ და მდგრად განვითარებაში დაგვეხმარება. 


რაც ძალიან მომეწონა ჩვენს სამაგისტრო პროგრამაზე იყო სრულად ქეისებზე დაფუძნებული სწავლება და არა მხოლოდ მათი განხილვა, არამედ სხვადასხვა საკონსულტაციო და კვლევით პროექტებზე მუშობა. ერთი-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო კენიაში პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მთელი წლის მანძილზე მუშაობა, მათ შორის  ნაირობიში ვიზიტიც. 


რა თქმა უნდა, სასწავლო გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის აკადემიური პერსონალი, ლექტორები, მოწვეული სტუმრები რომელთა გარემოშიც გიწევს ყოფნა. ყოველ კვირეულად შეიძლებოდა სტუმრად სხავდასხვა ნობელის პრემიის ლაურეატი გვყოლოდა, რომლებმაც ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრეს, ან მოგვესმინა ლექციები ცნობილი პროფესორებისგან და პრაქტიკოსებისგან, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელად გვყოლოდა ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი და სხვა. სასწავლო პროგრამაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ყველაფერი მაინც საკუთარ თავზე მუშაობაზე და ცნობისმოყვარეობაზე დადის. რაც არ უნდა ვრცელი სასწავლო პროგრამა იყოს, რა სახის ცოდნით წამოხვალ მაინც შენზეა დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით პირველ ლექციაზე მოსმენილი ორი ნათქვამი დამამახსოვრდა:



  • ეს არ არის სპა, სადაც მიხვალ, წამოწვები, და კარგად გახდები. ეს არის სავარჯიშო დარბაზი, სადაც შედეგის მისაღწევად ბევრი შრომის ჩადება მოგიწევს და ის თუ როგორი გახვალ ამ დარბაზიდან, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და შეჯიბრითაც მხოლოდ საკუთარი თავის პირვანდელ ვერსიას ეჯიბრები. 

  • კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ ყველაფერი რასაც მოისმენთ. არასდროს ენდოთ თქვენს ლექტორებს და ყოველთვის დაუსვით კითხვა რატომ? რა საფუძველი გაქვთ? იქნებ სხვა ხედვაც არსებობს. 




ეს ორი იდეა ზუსტად წარმოაჩენს იმ კულტურას, რომელიც სასწავლებელში ტრიალებდა და ვფიქრობ არა მხოლოდ სწავლის დროს, ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოგვადგება. 



-მოგვიყევი ლონდონში ჩასვლის განცდებზე



ლონდონი გამორჩეული ქალაქია, უამრავი ინდუსტრიის ეპიცენტრია და აქ ცხოვრება და სწავლა ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ნახევარი წელი პანდემიას დაემთხვა, უნივერსიტეტი დაიხურა და ბევრი რამის გაკეთება ვეღარ შევძელი, ეს იყო ნამდვილად გამორჩეული დრო იმისთვის, რომ გამეცნო ახალი კულტურა და ცხოვრების წესი. ასეთ მულტიკულტურულ ქალაქში ცხოვრება საშუალებას გაძლევს ერთბაშად ბევრი რამ გაიგო და აღმოაჩინო.  რა თქმა უნდა თავიდან ნებისმიერ ახალ რეალობაში ადაპტირება გარკვეულ ძალისხმევას და შინაგან სიძლიერეს მოითხოვს. თუმცა, ამ ძალისხმევის გაწევა ნამდვილად ღირს. LSE-ს რაც შეეხება, ის #2 უნივერსიტეტია მსოფლიოში, მენეჯმენტის და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და სიმართლე გითხრათ, პირველ დღეს რომ კამპუსში მივედი, ვერ ვიჯერებდი რომ იქ ვიყავი. რეიტინგში ლიდერობის გარდა ეს ყელაფერი ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ თავისუფალი აზროვნების, საინტერესო დისკუსიების და გამოცდილების ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. ადამიანები LSE-ს მთავარი სიმდიდრეა. სტუდენტები ორასზე მეტი ქვეყნიდან იყრიან აქ თავს და დერეფნებში ათობით ენაზე საუბარს შეიძლება მოკრა ყური. ძალიან გამიმართლა ჩემს ჯგუფელებში, სულ ორმოცამდე ვიყავით, ყველა კარიერის გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა სფეროებიდან. ამან საშუალება მოგვცა ერთმანეთისგან კიდევ უფრო მეტი რამ გვესწავლა. განსაკუთრებით როდესაც სოციალურ მეცნიერებებს, მენეჯმენტს, ბიზნესს სწავლობ, მრავალფეროვანი ხედვის ქონა მნიშვნელოვანია. 



-რა შესაძლებლობები დაინახე პროგრამაში მონაწილეობისას და რამდენად გამართლდა შენი მოლოდინები?



ჩემი მოლოდინები ნამდვილად გამართლა. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოვიდგენდი პანდემიას და მის შედეგად შეცვლილ გეგმებს, გამოკეტილ უნივერსიტეტს და ზუმში ჩატარებულ გამოსაშვებს. თუმცა, სხვა მხრივ მგონია რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო Chevening-ის სტიპენტიით ბრიტანეთში სწავლა. საკუთარ განვითარებაზე დათმობილი დრო და საშუალება რომ სრულად სწავლაზე იყო გადართული და აკადემიურ საქმიანობაში წინ წახვიდე. რომ არა ეს პროგრამა ნამდვილად გამიჭირდებოდა LSE ში სწავლაზე ფიქრი. გარდა სტიპენდიისა, Chevening არის ერთ-ერთი სოლიდური პროგრამა, რომელსაც ათასობით კურსდამთავრებული ყავს და პირველივე დღიდან შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხდები, რაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალ შესაძლებლობებს გიხსნის. 



-შეიცვალა თუ არა შენი ინტერესის სფეროები და კარიერული გეგმები სწავლის შემდეგ? 



სანამ ბრიტანეთში წავიდოდი, ბოლო ათი წელი ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში ვარ, ძირითადად ადამიანური კაპიტალის განვითარების და სხავდასხვა გადაწყვეტილებების მოფიქრების კუთხით, რომელიც ადამიანების თუ ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს. ამ პროგრამაზე სწავლა ჩემთვის ლოგიკური გაგრძელება იყო, რის შემდეგაც უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ახლა, ისევე როგორც არასდროს, საჭიროა გონიერი გადაწყვეტების მოფიქრება და ბიზნეს საქმიანობების სარგებლის მოტანასთან კიდევ უფრო დაკავშირება. 



-რას ურჩვე სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ ფიქრობენ სწავლის გაგრძელებას? 



პირველ რიგში, დაფიქრდით, რატომ გინდა საზღვარგარეთ წასვლა, რას მოგცემთ ეს თქვენ როგორც პიროვნულად, ისე კარიერულად. კონკრეტულად სად წასვლა და რომელ უნივერსიტეტში, რა პროგრამაზე სწავლაა თქვენთვის ხელსაყრელი და რატომ. უბრალოდ სადმე წასვლას ნუ გაიხდით თვითმიზნად. არასდროს არის გვიანი. თუ ეს ნამდვილად გინდათ და გაინტერესებთ, აუცილებლად ცადეთ რაც არ უნდა დიდი დრო იყოს გასული თქვენი ბოლო ხარისხის მიღებიდან, რაც არ უნდა საქმიანები იყოთ. თუ ეს ისაა რაც გინდათ, პატარა პაუზის აღებასაც არაუშავს იმისთვის რომ უფრო დიდი ჰორიზონტი აღმოაჩინოთ. წარუმატებელი შემთხვევები აუცილებლად იქნება. მათ გარეშე წარმოუდგენელია. მეც მქონდა არაერთხელ. ამიტომ კიდევ ცდა აუცილებელია. ასევე ვურჩევდი, რომ შესაძლებლობები  მაქსიმალურად გამოიყენონ. იყვნენ ღია ახალი გამოცდილებების მისაღებად. მზად იყვნენ გაიცნონ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება სხვა მოცემულობაში არასდროს შეხვედროდნენ. მოისმინონ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი. მაქსიმალურად გამოიყენონ ის გარემო და სასწავლო რესურსები რასაც უნივერსიტეტი შესთავაზებს. არ დაგავიწყდეთ, ეს პერიოდი მხოლოდ სწავლის წლები არ არის. ეს თქვენი დროა რომ ბრიტანულ, თუ სხვა ქვეყნის კულტურას დაუახლოვდეთ. გაიცნოთ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, იმოგზაუროთ, ცნობისმოყვარეობით შეხედოთ ყველაფერს და ახალ ქვეყანასთან ერთად საკუთარი თავიც ხელახლა აღმოაჩინოთ.  



ინფორმაციიისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთერთი მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია. ბანკი აქტიურად განაგრძობს ისეთი სასტიპენდიო პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა: Miami Ad School Europe, „ჩივნინგის“, „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამები, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სასურველ ადგილას, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა. 


დამატებითი დეტალები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერსებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up