„ჭიტას“ მფლობელი ბიზნესის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაზე საუბრობს —   შპს „გიდანის“ პასუხი „ჭიტას“

„ჭიტას“ მფლობელი ბიზნესის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაზე საუბრობს — შპს „გიდანის“ პასუხი „ჭიტას“

access_time2017-12-28 11:20:59

სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ მფლობელის ბრალდებას, რომ მათი ქონების ხელში ჩაგდება შპს „გიდანს“ სურს, კომპანიის იურისტი პასუხობს და აცხადებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.


საქმე ეხება თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სასაწყობე ტერიტორიას, სადაც ფართების ნაწილი შპს „ოცნების სამყაროს“ უკავია, ნაწილი - შპს „გიდანს“. შპს „ოცნების სამყარო“ მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ მფლობელია.


როგორც „ჭიტას“ ადვოკატი ირმა ჭკადუა „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, შპს „გიდანი“ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არ აძლევს საშუალებას, რომ საწყობის ტერიტორიაზე შევიდნენ და პროდუქცია გამოიტანონ: „ეს არის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობა. ქონება 700 000 ათას ლარად არის შეფასებული და ისინი გვეუბნებიან, რომ 100 000-ის სანაცვლოდ შენობა დავთმოთ“, - აცხადებს ჭკადუა.


მისი თქმით, შპს „ოცნების სამყარომ“ ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, შპს „გიდანმა“ კი მიმდინარე წელს. ამასთან, ჭკადუა აღნიშნავს, რომ „გიდანს“ ტერიტორიაზე შლაგბაუმის მოწყობის ნებართვა არ აქვს და ამ ეტაპზე ისინი „ჭიტას“ წარმომადგენლებს საწყობში შესვლის უფლებას არ აძლევენ.


„ჩვენს საკუთრებამდე ახლოს არ გვიშვებენ. ორმილიონახევარის ოდენობის ტვირთი „დაპატიმრებული“ ჰყავთ. გუშინ ფოთიდან კონტეინიერი ჩამოვიდა და მას საქონლის შეტანის უფლებას არ აძლევენ. ალტერანტიული გზა არ არსებობს, უკანა მხარეს არის ლიანდაგები და ეს არის რკინიგზის საკუთრება. ლიანდაგს არავინ აყრის, რომ იქ ჩვენ გზა გავაკეთოთ. კანონი ჩვენს მხარეზეა და გავარძელებთ დავას. საქალაქო სასამართლოს ისევ მივმართავთ საჩივრით, ბიზნესომბუდსმენსაც მოვთხოვთ, რომ ჩაერთოს პროცესში. ყველა კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.


შპს „გიდანის“ იურისტი თენგიზ ეკალაძე  კი „კომერსანტთან“ საუბრისას საპირისპიროს ამტკიცებს. მისი თქმით, მათ მეორე მხარისთვის ფულადი შეთავაზება არ ჰქონიათ. მისივე მტკიცებით, გზა, რომლითაც შპს „ოცნების სამყარო“ სარგებლობს, შპს „გიდანს“ ეკუთვნის.



„ ჩვენ ნაკვეთი დაახლოებით 15 წლის წინ შევიძინეთ, „ოცნების სამყარომ“ კი ორი-სამი წლის წინ შეიძინა. გზა, რომლითაც “ოცნების სამყარო“ აქამდე სარგებლობდა, არის ჩვენს საკუთრებაში. ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე იმდენად ბევრი უცხო ავტომანქანა შემოდიოდა, ხშირი იყო ქურდობის ფაქტები, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დაცვა დაგვეყენებინა და შლაგბაუმი მოგვეწყო, რომ აქაურობა გაკონტროლებულიყო. ზაფხულში მათ წერილობით მივმართეთ და ავუხსენით, რომ კანონის ფარგლებში სავალდებულო მისასვლელი გზის საზღაური გადაეხადათ, შევთავაზეთ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რაზეც უარი განაცხადეს“, - აღნიშნავს ეკალაძე.


მისივე მკიცებით, შპს „ოცნების სამყაროს“ საწყობამდე მისასვლელი ორი გზა აქვს, ერთი „გიდანის“ საკუთრებაა და არის კიდევ ალტერნატიული გზა: „სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ არსებობს ალტერნატიული გზაც, რომელიც შეუძლიათ მოაწყონ და იქიდან იარონ ან გამოიყენონ ჩვენი გზა შესაბამისი საზღაურის სანაცვლოდ“, - აცხადებს იურისტი.


მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ შპს „გიდანს“ შლაგბაუმის მოწყობის უფლება გადასცა: „მაგრამ ოფიციალური ნებართვის მიუხედავად, შლაგბაუმს დღემდე არ ვიყენებთ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გავასაჩივრეთ. ჩვენ კანონი არ გვავალდებულებს, რომ  მათ სავალდებულო გზა გადავცეთ. თუმცა კეთილი ნება გამოვიჩინეთ და შევთავაზეთ, რომ 28 დეკემბრამდე ყოველგვარი შეზღუდვით ისარგებლონ ჩვენი გზით. 21 იანვრიდან კი გზით მხოლოდ მათი სადისტრიბუციო მანქანები ისარგებლებენ. ამასთან, ვალდებულები არიან ალტერნატიული გზა უნდა მოიწყონ. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე შესვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ“, - აღნიშნავს თენგიზ ეკალაძე.


ამასთან, მეორე მხარის ბრალდება, რომ შპს „გიდანს“„ოცნების სამყაროს“ ტერიტორიის მითვისება უნდა, იურისტი აბსურდულს უწოდებს: „ჩვენი ტერიტორიის მხოლოდ 30% გვაქვს ათვისებული, დანარჩენი ცარიელია. ამდენად, მათი ტერიტორია არ გვჭირდება. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტებიც კი არ ვართ, ჩვენ საკვები პროდუქცია გვაქვს, მათ - საბავშვო სათამაშოები“, - აღნიშნავს თენგიზ ეკალაძე.  


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 

 

 

 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up