„ჩირიფრუტმა“ ჟოლოს ტყლაპი გამოუშვა

„ჩირიფრუტმა“ ჟოლოს ტყლაპი გამოუშვა

access_time2019-08-17 13:00:26

ჩირის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „ჩირიფრუტმა“ ბაზარზე ახალი პროდუქტი - ჟოლოს ტყლაპი გამოუშვა. როგორც BM.GE-ს „ჩირიფრუტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, ჟოლო მომგებიანი პროდუქტია და ხილის ეს სახეობა სწორედ ამ ნიშით შეირჩა. კომპანია ჟოლოს კასპში, მებაღეებისგან იბარებენ. სავაჭრო ქსელებში 1 ცალი ჟოლოს ტყლაპი 8 ლარად იყიდება.

 

მთლიანობაში კომპანიას გასულ წელთან შედარებით 2019 წელს გაყიდვების 30%-იანი ზრდა აქვს.

 

ჯიქიას განმარტებით, ჩირიფრუტი ამ ეტაპზე პროდუქციაზე ფასს არ ზრდის, თუმცა, თუ ლარის კურსის ბოლოდროინდელი რეკორდული გაუფასურების პროცესი კვლავ გაგრძელდება, ფასების გაზრდა მოუწევთ.

 

2018 წელს კომპანია ბაზარზე მწნილის ჩიფსების გამოშვებას აპირებდა, თუმცა ჩირიფრუტმა გეგმებზე ჯერჯერობით უარი თქვა.

 


„მწნილის ჩიფსები დასამზადებლად ტექნოლოგიური მიმართულებით სხვა იყო, მას ცალკე დანადგარები სჭირდებოდა. ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ ვიყავით, ასევე დამატებითი მარკეტინგი იყო საჭირო. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მწნილის ჩიფსების გამოშვებისგან თავი შეიკავა“, - განაცხადა ჯიქიამ.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფო ჯიქიას თქმით, 2020 წელს „ჩირიფრუტი“ ტურისტულად აქტიურ ზონაში საკუთარი ფინანსებით ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს, სადაც პროდუქცია უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.  

 

გარდა მაღაზიისა სამომავლოდ, დაახლოებით, 4-5 წელში „ჩირიფრუტი“ ლილოში საწარმოს აშენებასაც გეგმავს.

 

ცნობისთვის: „ჩირიფრუტი” 2014 წელს სამი დის მიერ დაფუძნებული ბიზნესია. მათ მცირე ბიზნესის წამოსაწყებად საკუთარი 6 000 ლარიანი ინვესტიცია ჩადეს. კომპანიის პროდუქცია ამჟამად თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში შედის.

 

 


BMG


თეგები:
ტყლაპი



ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე
access_time2020-09-28 11:00:13
 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ,...

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს
access_time2020-09-27 18:00:55
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის...

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
access_time2020-09-27 15:22:10
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ...

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება - რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება -  რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა
access_time2020-09-27 20:00:35
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა,...

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება
access_time2020-09-27 10:30:29
  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მარტში დახურული თეატრების კარი ამ დრომდე დაკეტილია. მსახიობებს რეალიზაციის საშუალება არ აქვთ, მაყურებლებს და გულშემატკივრებს კი კულტურული ღონისძიების დანაკლისი გაუჩნდათ.   სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი მუდმივად ცდილობს სპორტისა და ხელოვნების ხელშეწყობას, ამიტომ 1 ოქტომრიდან 17 ოქტომბრამდე ციფრული თეატრს უმასპინძლებს.   „ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაში,...


მსგავსი სიახლეები

up