რა სტატუსით მივიდა საპარტნიორო ფონდში ბიძინა ივანიშვილი? - ლევან კობერიძე დავით საგანელიძისგან პასუხს ითხოვს

რა სტატუსით მივიდა საპარტნიორო ფონდში ბიძინა ივანიშვილი? - ლევან კობერიძე დავით საგანელიძისგან პასუხს ითხოვს

access_time2019-06-13 19:00:53



საპარტნიორო ფონდში დაწყებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი.  6 ივნისით დათარიღებულ ახალ დადგენილებას „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“   საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.  ცვლილებების შედეგად, გაიზარდა ფონდის მუშაობაში მთავრობის ჩართულობა. ამასთან, “საპარტნიორო ფონდში” განმარტავენ, რომ სამეთვალყურეო საბჭოში აღარ იქნებიან კომერციული ბანკების წარმომადგენლები და მათ ბიზნესასოციაციები ჩაანაცვლებენ. კერძო სექტორის წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში ისევ მაქსიმუმ 4 ადამიანით იქნებიან წარმოდგენილი.


როგორ აფასებს საპარტნიორო ფონდის საქმიანობაში დაწყებულ ცვლილებებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე,  რომლის უშუალო მოთხოვნითაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და საპარლამეტო ტრიბუნიდან მოუწია ფონდთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.


მოგვიანებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბოლო წლებში საპარტნიორო ფონდში დაგროვილ 700-მილიონიან ზარალზე და ზოგადად ფონდის პროექტებზე  კითხვებით პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესა და ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასაც მიმართა. 


საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით ლევან კობერიძეს დღეს ახალი კითხვები აქვს   დეპუტატისთვის გაუგებარია პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდში განხორციელებული ვიზიტის მიზანი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი საუბრის შინაარსი საპარტნიორო ფონდის საქმიანობის სამომავლო გეგმებს ეხებოდა.



„პირველ კითხვის ნიშანს აჩენს ის, თუ რა სტატუსით მივიდა საპარტნიორო ფონდში პარტიის თავმჯდომარე? ანუ  მას რა სამუშაო ფორმატი აქვს საპარტნიორო ფონდთან? ერთია, რომ შეიძლება უბრალოდ საპარტნიორო ფონდს ეწვიოს, მაგრამ მე როგორც გავიგე მედიიდან და საპარტნიორო ფონდის განცხადებებიდან, მათი შეხვედრა ეხებოდა ფონდის სამომავლო გეგმებს. ბიძინა ივანიშვილი თავისი სტატუსით სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტთან  სამუშაო რეჟიმში მსჯელობდეს, ეს უცნაური და გაუგებარია. ამიტომ ღიად უნდა გვითხრას ფონდის ხელმძღვანელმა  რა სტატუსით და რა მისიით მივიდა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფონდში. ეს საბიუჯეტო სტრუქტურაა და ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება იქ. 



 ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  ბიძინა ივანიშვილი საპარტნიორო ფონდში თავისი კაპიტალით შევიდეს, როგორც ინვესტორი?




 საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ეს ხომ არ არის ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი, რომელიც მომგებიანია და სხვათა შორის,  კარგადაც მუშაობს. აშკარაა, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი ზარალიანია, 700 მილიონ ლარზე მეტი  ზარალი აქვს. წინა წელიც წაგებით დაამთავრა და 2019 - შიც ზარალი ექნება და ამ დროს იქ რაღაც ცვლილებები იწყება.  ეს ჩვენი ფულია,  ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მიდის!  პარტიის თავმჯდომარის მისვლის შემდეგ დაიწყო რაღაც ცვლილებები, ეს მისი მითითებით მოხდა? პარტიის თავმჯდომარეს  ჰქონდეს  ლეგიტიმაცია, რომ მითითება მისცეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ან ფონდს, რომ ცვლილებები დაიწყოს,  ეს არცერთ პროცედურაში არ წერია.  შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება და მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ, რა პროცესი მიდის. მე  გავაკრიტიკე და დავუსვი პრემიერ-მინისტრს კითხვა - აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ის და თურნავა საპარტნიორო ფონდის მუშაობაზე და ზარალზე, ასევე ვკითხე, როგორ აფასებენ აღმასრულებელი დირექტორის მუშაობას. მაშინ მამუკა ბახტაძე  დამეთანხმა, რომ ფონდის მუშაობა არაეფექტიანია  და საჭიროა ცვლილებები. მაგრამ ეს ცვლილებები პარტიის თავმჯდომარის განსახორციელებელი არ არის, ეს არის ფონდის საქმიანობა და ამიტომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძალიან მკაფიოდ,  რა მიზანს ემსახურება ის ცვლილებები, რაც დაანონსდა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურაში,  რა ამოცანა დაისვა და რა ხდება. ფონდი არის 100-პროცენტიანი მფლობელი საქართველოს რკინიგზის, ელექტროსისტემის და სხვა სახელმწიფო საწარმოსი, რომლებიც წამგებიანია და ამაზე ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი?



 სახელმწიფოს წამგებიანი საწარმოები რომ უნდა ჩამოშორებოდნენ საპარტნიორო ფონდს, ეს საკითხი თავად საგანელიძემაც დააყენა.



ძაან მაგარი პრეტენზიაა, ჩამომაშორეთო და მე მომგებიანი ვარო, მაშინ რას თანხმდებოდა დირექტორობას? ხომ იცოდა,  რომ წამგებიანი იყო? ან  წამგებიანი რომ გახდა საქართველოს რკინიგზა, რატომ არ დააყენა მის მენეჯმენტში ცვლილების საკითხი?ოდესმე უთქვამს, რომ წამგებიანია ესა თუ ის ობიექტი და ბერკეტი არ მაქვს, რომ ვიმოქმედოო? მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რკინიგზის და ელექტროსისტემის გარეშეც წამგებიანია ფონდის საქმიანობა.  როდესაც დაუთვალეს ფინანსები,  45 მილიონი დოლარის ზარალში არის გასული ფონდი. ამიტომ  გვიხაროდეს რომ ცვლილებები დაიწყო? ჯერ პასუხისმგებლობები გავარკვიოთ, ზარალი რომ აქვს ფონდს,  ვისი პასუხისმგებლობაა ? თუ ამ ქვეყანაში ყველას შეიძლება შერჩეს ზარალი და არავის პასუხისმგებლობა არ დადგება, ასე ქვეყანა არ განვითარდება?



საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელმაც წესით ეკონომიკის სტიმულირება უნდა აკეთოს, ამის მაგივრად ფონდი არის ზარალიანი და, შესაბამისად, მისი საქმიანობა უარყოფითადაა შეფასებული.  ცვლილებები იმიტომ დაიწყო, რომ იქ რაღაც არის შესაცვლელი.  ცუდი შედეგის გამო ჯერ პასუხისმგებლობები უნდა დგებოდეს და მერე ცვლილებები. ბიუჯეტი ხალხის ფულია! მერე ვდგავართ და ვიძახით ფულს ვერ ვშოულობთ პენსიონერისთვის პენსიის მოსამატებლად, პროგრამის გააქტიურებისთვის, განათლებისთვის და ელემენტარულად ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. „ჭიქა თავისით გატყდა, ჩვენ რა შუაში ვართო“  - ესეა ახლა ამ ფონდის საქმე. ამ ქვეყანაში არავის არაფერი ბრალი არ მიუძღვის, ის რომ ფონდი ვერ მუშაობს, ლარი რომ უფასურდება, ხალხი რომ ღატაკდება - ნუ რა ვქნათ ასე გამოვიდა.



დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, საპარტნიორო ფონდმა “კომერსანტს“ ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გვაზობთ:


ფონდმა 2017 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (ჯერ არ არსებობს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული 2018 წლის ანგარიშგება), პროქტებში 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია საშუალო წლიური 14.8%-იანი უკუგებით განახორციელა.


2017 წლის კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ჯამში ფონდის მოგებამ მისი შვილობილი ორი კომპანიის, „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზარალის გამორიცხვით, 192,6 მლნ ლარი შეადგინა. ფონდმა წინა წლებში „კრედიტ სვისისგან“ აღებული 150 მლნ აშშ დოლარიანი სესხის ძირითადი თანხის ნაწილიც უკვე დაფარა და 2018 წელს 87 მილიონ დოლარამდე შეამცირა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ფონდი ვალდებულია კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებისას გაითვალისწინოს ყველა შვილობილი კომპანიის შედეგი, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაშია, მათ შორის, იმ სახელმწიფო კომპანიებისაც, რომლებსაც ფონდი არ მართავს (საქართველოს რკინიგზა-100% წილი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა -100% წილი; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი-100% წილი; სს თელასი-24.5% წილი). 2017 წლის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში ასახული 481 მლნ ლარიანი ზარალი ორი სახელმწიფო კომპანიის, „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურებით არის განპირობებული, რაც გარკვეულმა დაინტერესებულმა ჯგუფებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ფონდის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შემთხვევაში, ზარალის მიზეზი თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის გაუფასურებაა, ხოლო „საქართველოს რკინიგზის“ შემთხვევაში - თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერებით გამოწვეული აქტივის ღირებულების შემცირება. „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების შეახებ: „საპარტნიორო ფონდი“ ინვესტირებას ახორციელებს ეკონომიკის იმ სექტორებში, რომლებიც კომერციულად მომგებიანია და გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. ენერგეტიკა: „ნენსკრა ჰესი“, „გარდაბნის თბოელექტრო სადგური“. წარმოება: თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა (ATC), სენდვიჩ პანელების საწარმო „პანექსი“,ენერგოეფექტური ბლოკების ქარხანა „იტონგი“, ევროპული სტანდარტების აგურის ქარხანა „კერამიკა ელ ტორრენტე“. სოფლის მეურნეობა: სათბური „იმერეთი გრინერი“, „მეღორეობის სანაშენე ფერმა“ რაჭაში, მოცვის პლანტაცია „ვანრიკ აგრო“, სიმინდის ზეთის საწარმო „ქარვა“, ღორების ფერმა „კალანდა“. უძრავი ქონება და ტურიზმი: სასტუმროები „რედისონ ქოლექშენ წინანდალი“ „ლოპოტას განვითარების პროექტი“, „როიალ ბატონი“, „ჯინო ველნეს რაბათი“, „საირმე“, „ბორჯომი ლიკანი“, „ბესტ ვესტერნ ქუთაისი“.


ჩატარებულია კვლევები წყალტუბოს და რაჭის განვითარების მიმართულებით. მუშავდება პროექტები ეკო-ქალაქი „თბილისი გრინ სითი“, სასტუმრო „აბასთუმანი“ და 50-ზე მეტი სხვა პროექტი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მთავრობის დავალებით, აშენდა „რუხის სავაჭრო ცენტრი“, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ასევე, შემუშავდა რომანოვების ისტორიული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი. „საპარტნიორო ფონდი“ პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ საშუალებით, ხელს უწყობს მაღლატექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებას. ამ მიმართულებით, დაფინანსებულია 91 პროექტი.


მარიამ მორგოშია







რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

„ტოიოტა ცენტრმა“ მაღალი გადასახადის გამო TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“

„ტოიოტა ცენტრმა“  მაღალი გადასახადის გამო  TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“
access_time2019-07-18 13:00:02
„მე უარი ვუთხარი TAV Georgia-ს მომსახურებაზე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა,  კატასტროფულად მაღალი გადასახადის გადახდა ჩვენთვის გაუსაძლისი იყო. „ტოიოტა ცენტრი“  TAV Georgia-ს  თვეში 50 ათას ლარს ვუხდიდით მარტო იმაში, რომ ჩვენი ტაქსები იქ იდგა,  არაფერში არ გვეხმარებოდნენ საერთოდ. კერძო ტაქსების მძღოლები დგანან აეროპორტის შესასვლელთან და აეროპორტიდანვე მიჰყავთ...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...


მსგავსი სიახლეები

up