ჩიპების დეფიციტი ავტომობილებს აძვირებს

ჩიპების დეფიციტი ავტომობილებს აძვირებს

access_time2021-10-03 18:00:49

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) აპირებს იხსნას მსოფლიო ნახევარგამტარების დეფიციტისგან, რომელმაც ავტომობილების და ელექტროტექნიკის გაძვირება გამოიწვია. Reuters-ის ინფორმაციით ამერიკის მთავრობასთან ერთად, ამ საკითხს განიხილავენ მსხვილი ავტომწარმოებლები, - General Motors და Ford Motor, ასევე მაღალტექნოლოგოური გიგანტები,- Apple, GlobalFoundries, Micron, Microsoft, Samsung, TSMC, დაIntel. ბაიდენის ადმინისტრაცია ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ამ კორპორაციებს, ისინი კი სხვადასხვა ქვეყნებში მიკროჩიპების წარმოების ტენდენციას მუდმივად დააკვირდებიან და მიღებულ ცნობებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუზიარებენ. ჯო ბაიდენის თქმით, ქვეყანაში ჩიპების წარმოების ზრდის მიზნით, ის კონგრესისგან 37 მლრდ. დოლარის გამოყოფას მოითხოვს.

დეფიციტი 2020 წელს გამოიწვია პანდემიამ, როდესაც ასობით მილიონი ადამიანი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რამაც პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა კვეთრად გაზარდა. პრობლემა წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გამწვავდა, როცა სახლში ჩაკეტილი ადამიანების მხრიდან გაიზარდა გასართობ ტექნიკაზე ( ვიდეოთამაშები, პლანშტები, ტელევიზორები და სმარტფინები) მოთხოვნა.

ვითარებაზე ასევე უარყოფითად აისახა რამდენიმე გიგანტის მონოპოლია, რომლებიც მსოფლიოში ჩიპების წარმოებას აკონტროლებს.

მერიკული Intel ნახევარგამტარებს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის აწარმოებს, შესაბამისად, გარე მოთხოვნის დაკმაყოფილება 2 დიდ, კორეულ Samsung-ს და ტაივანურ TSMC-ს, ასევე რამდენიმე შედარებით წვრილ კომპანიას, შეუძლია.

ამ დროისთვის Intel გეგმავს 2 ახალი ქარხნის აშენებას, რომლებიც ჩიპებს არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, არამედ ყველა მსურველისთვის გამოუშვებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ჩიპების შიმშილი კი მსოფილიო ეკონომიკას უკვე დღეს ახჩობს. ამის გამო 2021 წლის პირველ 2 კვარტალში, 2019 წელთან შედარებით,  ავტომწარმოებლებმა  4 მლნ.-ით ნაკლები ავტომობილი გამოუშვეს. ევროპაში ავტოწარმოების კლებამ 1,7 მლნ, ჩინეთში 785 000, ჩრდილეოთ ამერიკაში 1, 2 მლნ., შეადგინა.

ჩიპების დეფიციტმა მთელი ავტომრეწველობა დააზარალა, თუმცა, ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო პრემიალურმა სეგმენტმა, ესაა ტექნიუკურად რთული, ინოვაციებით აღჭურვილი თანამედროვე ავტომობილები.


 ნახევარგამტარების წარმოებაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახა აშშ-ს და ჩინეთის სავაჭრო ომი. გვახსოვს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწსეა უმსხილეს ჩინელ მწარმოებელს, Semiconductor Manufacturing International (SMIC). შედეგად, კომპანია ვერ ყიდულობს ამერიკაში აუცილებელ აღჭურვილობას, ასევე ვერ ყიდის ჩიპებს. ამერიკელ მომხმარებლებს ტაივანურ Taiwan Semiconductor Manufacturing-ზე (TSMC) გადართვა მოუწია, რამაც წარმოება-გაყიდვის ჯაჭვში სერიოზული ცვლილებები გამოიწვია.

2021 წელს მსოფლიოში ჩიპების წარმოებამ, 2019 წელთან შედარებით, 9 მლნ.-ით იკლო, რაც სხვადასხვა პროდუქციაზე, ძირითადად ელექტროტექნიკაზე და ავტომობილებზე, ფასების ზრდა გამოიწვია. ნახევარგამტარების წარმოებას დიდი დარტყმა მიაყენა პანდემიამაც, ამ დარგში შემცირდა ინვესტიციები, შესაბამისად, წარმოების არსებული დონე მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სიტუაცია ასევე გაართულა საკონტეინერო გადაზიდვების კრიზისმა და საზღვაო ტრანსპორტირების ტარიფების გაძვირებამ.

ცნობისთვის, მაღალტექნოლოგიური კომპანიები ჩიპებს, როგორც წესი, წინასწარ ყიდულობენ, ამიტომაც გარკვეული მარაგები აქვთ. ავტომობილების წარმოებაში კი მიკროჩიპი არაა ძირითადი ნაწილი და მას ბოლო სტადიაზე, მაქნანების აწყობამდე რამდენიმე დღით ადრე ყიდულობენ. ამიტომაც, მათ დიდი მარაგები არ გააჩნიათ და ეს პრობლემაა. შესაძლოა ჩიპი არაა მთავარი ნაწილი ავტომობილში, თუმცა მის გარეშეც მანქანა ვერ დადის. ამით აიხსნება ის, რომ ავტომრეწველობა ჩიპების დეფიციტმა განსაკუთრებით დააზარალა.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up