რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის ჩინური პროექტი „ერთ სარტყელი - ერთი გზა“

რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის ჩინური პროექტი „ერთ სარტყელი - ერთი გზა“

access_time2021-09-30 20:00:30

საცობები დიდ ნავსადგურებში და კატაკლიზმები მსოფლიო ნაოსნობაში აღვივებენ ინტერესს ახალი სატრანსპორტო პროექტებისადმი, მათ შორისაა ჩინური ტრანსკასპიური მარშრუტი, რომელიც შედის პეკინის მიერ შემუშავებულ ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“.

 


პროექტის მიზანია 6500 კილომეტრის სიგრძის საზღვაო, სარკინიგზო, და საავტომობილო გზების ქსელის შექმნა, რომელიც ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, შავ ზღვას და თურქეთს გააერთიანებს. ამ მარშრუტით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირებას 2 კვირა დასჭირდება, და ეს მაშინ, როდესაც დღევანდელ გზებით - 60 დღეა საჭირო.

 


აზიის განვითარების ბანკმა კვლევა ჩაატარა პროექტის მასში შემავალ ქვეყნებზე გავლენის საკითხზე. მკვლევრებმა ვაჭრობის მონაცემები და არსებული ტარიფები შეისწავლეს და დაითვალეს, რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროექტი მასში ჩართული ქვეყნებისთვის, და რამდენად გაზრდის ის მათ მშპ-ს.

 


ბანკის კვლევა სხვა სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსაც შეეხო. ექსპერტების დასკვნით, ქვეყანას სავაჭრო ბარიერების შერბილების ხარჯზე წლის მანძილზე მშპ-ს 0, 68%-ით გაზრდა შეუძლია.

 


გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, საქართველოს ეკონომიკისთვის მომგებიანი იქმნება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზება (რაც კიდევ უფრო ამწვავებს ჩიხში შესულ ანაკლიის პორტის მშენებლობის პრობლემა) - ამ მიმართულებებით მშპ 0,24% და 0,29%-ით გაიზრდება.

 



საავტომობილო გზების განახლება ეკონომიკას ყოველწლიურად 0,10%-ით გაზრდის. ერთი შეხევდით, უმნიშვნელო ციფრებია, თუმცა ჯამურად და წლების მანძილზე მათ შეუძლიათ მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდის უზრუნველყოფა.

 


ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით ციფრები ბევრად უფო მოკრძალებულია - ორივე ქვეყნისთვის უფრო მომგებიანია ინვესტირება საჰაერო გადაზიდვებში, რაც მათ ეკონომიკებს 0,28% და 0,69%-ით გაზრდის შესაბამისად. მთლიანობაში ტრანკასპიური პროექტის ფარგლებში ინვესტიციები აეროპორტებში და რკინიგზაში უფრო ეფექტურია, ვიდრე საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარება.

 


ბანკის ექსპერტების შეფასებით, სამივე ქვეყანაში ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში აუცილებელია, იმისდა მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა ისინი ჩინეთის გლობალურ ინიციატივაში.

 


კვლევაში ასევე რეკომენდირებულია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობებმა პროექტი თავად შეისწავლონ, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ჩინური მხარე დადებით შედეგებს გადაჭარბებულად აფასებს, ხოლო ნეგატიურს კი ყველანაირად აკნინებს.

 


ჩინეთისთვის „ერთი სარტყელი“ მომგებიანია სატრანსპორტო მიმართულებების დივერსიფიცირებით კუთხით - პეკინს არ სურს ზედმეტად იყოს დამოკიდებული რუსეთზე, რომლის ტერიტორიაზეც გადის ევროპაში ჩინური ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი.

 


თუმცა, ჩინეთის განცხადებები, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობას – გადაჭარბებულია. ჩინური ინვესტიციები ვერ დაეხმარებიან რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთს შორის ვაჭრობის განვითარებაში, ეს პირველ რიგში მათი სუვერენული უფლებაცაა და მოვალეობაც.

 


სტატისტიკა არ ადასტურებს ჩინეთის მხრიდან პროექტის რეკლამას - მარშრუტი ზედმეტად ბევრ საზღვარს კვეთს და სხვადასხვა ტრანსპორტზე გადატვირთვას ითხოვს იმისთვის, რომ კომერციულად მომგებიანი იყოს.

 


საქართველოს და აზერბაიჯანისთვის გიგანტური ინფრასტრუქტურის აშენება პროექტის რენტაბელურობის გარანტიის გარეშე - ძალიან სარისკოა.

 

eurasianet.org





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up