ის დრო, როდესაც რამდენიმე ქვეყანა მსოფლიოს ბედს წყვეტდა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა , - ამის შესახებგაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის საელჩოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რითაც ის „დიდი შვიდეულის“ სამიტს გამოეხმაურა.
„ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, არიან დიდები თუ პატარები, ძლიერები თუ სუსტები, მდიდრები თუ ღარიბები, აქვთ თანაბარი უფლება მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებსა და დისკუსიებში. მათი ბედი რამდენიმე ქვეყანამ არ უნდა გადაწყვიტოს“, -განაცხადეს საელჩოში.
მათი თქმით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრების პოლიტიკა აშკარად ჩინეთის საწინააღმდეგოა.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამიტი 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში, კორნოულში იმართება. მასში მონაწილეობას საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, იტალიის ლიდერები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები იღებენ.
Ipn.ge