ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ კორონავირუსის „2019-nCoV“ სავარაუდო წყარო გარეული ცხოველები არიან. სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, კორონავირუსი აღმოჩენილია ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებულ სახეობებში.
„ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებული 585 სახეობიდან 33-ში აღმოჩენილია კორონავირუსის ნუკლეინმჟავა. ამ სახეობებიდან შესაძლებლი გახდა ვირუსის გამოყოფა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის წყარო გარეული ცხოველები არიან, რომლითაც ხუანანის ბაზარზე ვაჭრობენ“ - წერს სააგენტო.
IPN