„ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ განხორციელებულ პროექტებს შესაძლოა საქართველოში პრობლემები შეექმნას“

„ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ განხორციელებულ პროექტებს შესაძლოა საქართველოში პრობლემები შეექმნას“

access_time2018-01-23 10:20:07

ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ განხორციელებულ პროექტებს შესაძლოა საქართველოში პრობლემები შეექმნას“, – ასე აფასებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და ამჟამად, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პორტალ  herald.co.zw-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აფრიკის განვითარების ბანკმა ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ თაღლითურ გარიგებებში ამხილა და „შავ სიაში“ შეიყვანა.

 

როგორც ცნობილია, „სინოჰიდრო“ საქართველოში ამჟამად ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია. ჩინურ კომპანიას რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის“ შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის ღირებულება, რომელსაც ჩინელები აშენებენ, დაახლოებით 254 მილიონი ლარია. რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას, მისი ღირებულება ა დაახლოებით 210 მილიონი ლარია.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, არსებული ვითარების შემდეგ   როგორ გაგრძელდება საქართველოში ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ დაწყებული პროექტები?

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომენტარს ერთ კვირაში, ანუ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ქვეყანაში დაბრუნდება. შეფასებისგან თავს იკავებენ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაციაშიც“.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კი კომპანია „სინოჰიდრო“ საქართველოს კონტრაქტორი ჩინური კომპანიიაა და ის მსოფლიო ბანკის პროექტებს ახორციელებს. შედეგად, ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტსაც. ნიკოლაიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ქეისი კონკრეტულ კომპანიას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, შემდგომ პროექტებში მისი მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი იქნება.


ნიკოლაიშვილის შეფასებით, ეს კონკრეტული ფაქტი კომპანია „სინოჰიდროს“ ფინანსურ მდგომარეობაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მის მიერ დაწყებულ პროექტების განხორციელებას გარკვეული პრობლემა შეექმნას.


„ყველა დონორი გაითვალისწინებს „შავ სიაში“ ჩასმის ფაქტს. როდესაც ამხელა კომპანიას ხელი შეეშლება სხვა ტენდერებში მონაწილეობაში, მისი შემოსავლები შემცირდება და პრობლემები ექნება.. ეს საკმაოდ ცუდია კომპანიისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან ჩვენი კონტრაქტორია.“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.



როგორც გამოცემა herald.co.zw-ე წერს, გასული წლის ივლისში, აფრიკის განვითარების ბანკმა „სინოჰიდროსთან“ ურთიერთობა საბოლოოდ გაარკვია. გამოძიებამ, რომელიც ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს, დაადგინა, რომ ჩინური კომპანია თაღლითური გზით პროექტის ბიუჯეტის თანხებს ითვისებდა.

 

AFDB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსების შესწავლის შემდეგ, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები დაქირავებულ ქვეკონტრაქტორებთან და მუშებთან კორუფციულ გარიგეგებში ამხილეს.

 

2013 წელს „სინოჰიდრომ“, აფრიკის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, უგანდის საგზაო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროექტი მოიგო. იმ შემთხვევაშიც, კომპანიამ კონტრაქტის პირობები არ შეასრულა და შემკვეთის ანტიკორუფციულმა ოფისმა არაკანონიერი კონტრაქტების გაფორმებაში და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

 

„სინოჰიდრომ“ ზიმბაბვეში 533 მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი მოიგო, რომელიც Hwange–ს ელექტრო სადგურის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. პროექტის შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ ტენდერის ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი და რეალურ ღირებულებას 2-ჯერ აღემატებოდა.

 

„სინოჰიდროს“ განხორციელებული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური გავლენის გამო მუდმივად კრიტიკის საგანია. მსგავსი პროექტების რიცხვშია ბოტსვანას აეროპორტის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ჩინურმა კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. პროექტის შემკვეთმა „სინოჰიდროს“ კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის ჩინურ კომპანიას თანხის 90%, 527 მილიონ დოლარზე მეტი უკვე მიღებული ჰქონდა.

 

ჩინურ „სინოჰიდროს“ პრობლემები აქვს მეზობელ სომხეთშიც. კომპანია სომხეთის ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალს აშენებს. სომხეთის ხელისუფლებამ ჩინელები არაერთხელ გააფრთხილა მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით და გასული წლის ბოლოს, ხარვეზების გამოსწორებამდე, სამუშაოს გაგრძელება აუკრძალა.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up