ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს.
Sinovac პეკინის ბიოტექნიკური კომპანიაა და დაახლოებით 1000 მოხალიესე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების მე-2 ეტაპში იღებს მონაწილეობას. კომპანიის განმარტებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სულ მალე ტესტირების მე-3, დასკვნითი ეტაპი დაიწყოს.
კითხვაზე არის თუ არა ვაქცინა წარმატებული, Sinovac-ის მკვლევარმა ლუო ბაიშანმა უპასუხა, - „დიახ, დიახ. 99%-ით ვარ ამაში დარწმუნებული“, - აღნიშნა მან.
კომპანიის ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობაა, რაც ვაქცინის ტესტირებას ეპიდემიურ ვითარებაში ართულებს.
Imedinews