ჩინური ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა ილუზია აღმოჩნდა

ჩინური ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა ილუზია აღმოჩნდა

access_time2021-06-10 19:00:56

საგამომძიებლო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელის ქართულმა წევრმა IFact.ge-მ აღმოაჩინა, რომ მთავრობის მიერ ფართოდ გაპიარებული მემორანდუმები ჩინელ ინვესტორებთან საბოლოო ჯამში ყოველგვარი შედეგების გარეშე დასრულდა.

 

მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება 2 არარეალიზებულ სამრეწველო პროექტს და ასევე იმ ფაქტს დაეთმო, რომ, ძირითადად, ასეთი მოვლენები დეპრესიულ და ეკონომიკურად უკიდურესად ჩამორჩენილ რეგიონებში ხდება.

 

IFact.ge-ს ჟურნალისტების აზრით, საქართველოს ეკონომიკას ხსენებული პროექტები ძალიან წაადგებოდა - ერთი ელმავალმშენებელი ქარხნის, მეორე კი ტექსტილის წარმოების აშენებას გულისხმობდა.

 

დაპირებების შეუსრულებლობა რა მხოლოდ ჩინეთის, არამედ საქართველოს მთავრობის რეპუტაციასაც ლახავს.

.

ამ პროექტების რეალიზების შემთხვევაში, დღეს ქართულ-ჩინური საწარმოები მთელი ძალით იმუშავებდნენ. თუმცა, ამ საქმიანი ვიზიტების და ზარ-ზეიმით ხელმოწერილი მემორანდუმების შემდეგ საქართველოს ხელის ჩამორთმევის სურათების გარდა არაფერი რჩება.

 


განსაკუთრებით მიმზიდველი საქართველოსთვის ელმავალმშენებელი ქარხნის აშენების პროექტი იყო.

 

დღეს ქვეყანაში რამდენიმე ელმავალსარემონტო ქარხანა მუშაობს, თუმცა, როგორც სახელიდან ჩანს, ეს „სარემონტო“ და არა „მშენებელი“ ქარხნებია. მათ თანამშრომლებს სათადარიგო ნაწილების დეფიციტთან გამკლავება  მუდმივად, და მხოლოდ საკუთარი ძალებით უწევთ.

 

საქმე ზოგჯერ იქამდეც მიდის, რომ ისინი ძველ ძრავებს შლიან იმისთვის, რომ მიიღონ მათთვის აუცილებელი ნაწილები.

 

და ეს მაშინ, როდესაც საქართველო ჩინეთის ამბიციური ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზას“-ს პროექტში ერთ-ერთი საკვანძო ტრანზიტული ქვეყანაა.

 

მემორანდუმის თანახმად, ქარხანა თანამედროვე ელმავლებს შიდა ბაზრისთვის და ექსპორტისთვის გამოუშვებდა.  ასევე იგეგმებოდა უკვე არსებული მანქანებისთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილების წარმოება. თუმცა, ჩანაფიქრი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

 

მეორე პროექტი $5 მლნ–ის ინვესტიციებით ევროკავშირში ექსპორტზე ორიენტირებული საფეიქრო ქარხნის მშენებლობა იგეგმებოდა.  საქართველოს ხელისუფლების განცხადებით,  საწარმო დეპრესიულ ქალაქ ტყიბულში 300 სამუშაო ადგილს შექმნიდა. 2018 წელს ჩინელმა ინვესტორებმა მომავალი ქარხნისთვის ადგილიც შეარჩიეს, მაგრამ ამის შემდეგ ისინი ტყიბულში არავის უნახავს - ისევე, როგორც დაანონსებული ქარხანა.

 

რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა? IFact.ge-მ დაითვალა  20 შეთანხმება და 10 მემორანდუმი, რომელსაც არავითარი პრაქტიკული სარგებელი, ქართულ-ჩინური ეკონომიკური თანამშრომლობის ილუზიის გარდა, ქვეყნისთვის არ მოუტანია.

ifact.ge





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up