ჩინური ფოლადი ArcelorMittal–ის წინააღმდეგ – კომპანია მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს

ჩინური ფოლადი ArcelorMittal–ის წინააღმდეგ – კომპანია მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს

person access_time2016-02-08 09:00:15

ArcelorMittal-ი ინვესტორებისაგან $3 მილიარდის მოზიდვას და $1 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვას გეგმავს. პოტენციური მყიდველი ავტონაწილების  დამამზადებელი კომპანია, Gestamp-ია.


პარასკევს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ლაქშმი მიტალმა, რომელიც კომპანიის დაახლოებით 37%-იან წილს ფლობს, განაცხადა, რომ აქციებს შეინარჩუნებს. უკანასკნელი 5 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 28%-ით ($5.2 მილიარდი) შემცირდა.


გასული 1 წლის განმავლობაში კომპანიის აქციები 58%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ArcelorMittal-ი ისეთ ობიექტებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა ნიუ-იორკის ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და ლონდონის უემბლის სტადიონი. კომპანიის უკუსვლა ბაზარზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია, რაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპების კლებასთან არის დაკავშირებული: ვითარების გამოსასწორებლად ჩინეთი ფოლადს ბაზარზე რეკორდული რაოდენობით უშვებდა.

 


„დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, რასაც დაემატება კომპანიის მეწილე Gestamp-ის კონტრიბუცია, ArcelorMittal-ის ვალის შემცირების გეგმას უფრო მეტად დააჩქარებს. ეს ცხადყოფს, რომ კომპანია ნებისმიერ საბაზრო გარემოში სტაბილურობას ინარჩუნებს. 2015 წელი ფოლადის მომპოვებელი ინდუსტრიისათვის ძალიან რთული მიუხედავად ჭარბი მოთხოვნისა. ჩინეთის დამსახურებით, ფასები საგრძნობლად გაუარესდა,“ აღნიშნა მიტალმა. 

 

2016 წელს ArcelorMittal-ი ხარჯების შემცირებას გეგმავს. ამასთან, კომპანია კაპიტალდაბანდებას $300 მილიონით გაზრდის. 

 

ჩინური ფოლადი 2015 წელს 112 მილიონ ტონას შეადგენდა. ჩინურმა ექსპორტმა გასულ წელს ArcelorMittal-ის მთავარი ბაზრები, ევროპა და აშშ აითვისა, რამაც კომპანიის მოგება საგრძნობლად შეამცირა. 

 



საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2020-11-27 11:00:25
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.   „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.   „ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...


მსგავსი სიახლეები

up