ჩინური ფილმის „The Battle at Lake Changjin“ გაყიდვებმა სალაროებში $769 მილიონს მიაღწია

ჩინური ფილმის „The Battle at Lake Changjin“ გაყიდვებმა სალაროებში $769 მილიონს მიაღწია

access_time2021-10-23 20:30:10

ახლახან გამოსული ჩინური პროპაგანდისტული ფილმის, The Battle at Lake Changjin-ის გაყიდვებმა სალაროებში 769 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად მან დენიელ კრეიგის მონაწილეობით გადაღებულ „ჯეიმს ბონდის“ ბოლო ნაწილს, No Time to Die-ს გადაასწრო. ამ უკანასკნელმა სალაროებში საერთო ჯამში 452.6 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.

ჩინურმა ფილმმა ასევე უკან ჩამოიტოვა მიმდინარე წელს გამოსული კინოსურათები – Fast & Furious 9 და Detective Chinatown 3. პირველის გაყიდვები სალაროებში ამჟამად 716.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მეორესი კი – 686 მილიონ აშშ დოლარს. The Battle at Lake Changjin-ს ამ დროისთვის 2021 წელს გამოშვებული მხოლოდ ერთი ფილმი, Hi, Mom უსწრებს. ამ ჩინურმა კომედიურმა დრამამ ბილეთების გაყიდვებით 841.7 მილიონი აშშ დოლარის მოგროვება შეძლო.

The Battle at Lake Changjin-ი კორეის ომის დროს ჩოსინის რეზერვუარისთვის ბრძოლას ასახავს. ფილმი ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაკვეთითაა გადაღებული და მისი ბიუჯეტი 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ექსპერტების ვარაუდით, ის მალე აზიური ქვეყნის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათის სტატუსს მოიპოვებს.

ჩინური ფილმის წარმატება ადგილობრივი კინოინდუსტრიისთვის, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი დარტყმა მიიღო, უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ამ წლის დასაწყისში აზიური ქვეყნის ხელისუფლებამ კინოთეატრებს კომუნისტური პარტიის პროპაგანდისკენ მოუწოდა, რაც ახალ თაობაში პარტიისა და სოციალიზმის მიმართ სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.



წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up