ჩინური ბრენდები სმარტფონების ქართულ ბაზარზე – მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა არა მზარდი

ჩინური ბრენდები სმარტფონების ქართულ ბაზარზე – მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა არა მზარდი

person access_time2016-08-18 14:09:45

ტექნოლოგიების, კერძოდ სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება: ისეთ აღიარებულ ბრენდებს, როგორიცაა „ეფლი“ და „სამსუნგი,“ სერიოზულ კონკურენციას უწევენ ჩინური მოთამაშეები. 


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. ქართულ ბაზარზე ჩინური „ჰუავეი“ რამდენიმე წელია საკმაოდ ამბიციური გეგმებითა და შთამბეჭდავი სარეკლამო კამპანიით შემოვიდა და ამერიკულ და სამხრეთ კორეულ ბრენდებს კონკურენტული ბრძოლა გამოუცხადა.  მისი სარეკლამო სლოგანები იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო. ის ასე ჟღერდა: „მე არ ვემონები ტიპობას, ტიპობა მემონება მე,“ „მე არ ვარ ერთი, მე ბევრი ვარ“.

 

ასევე ცნობილია ჩინური ლენოვო. ბაზარზე ამ ბრენდებს ახალი ჩინური ბრენდი „ხიაომი“ შეუერთდა.


რამდენად გაამართლა ჩინური ბრენდების სტრატეგიამ და გაუწია თუ არა ჩინურმა სმარტფონმა კონკურენცია მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს ქართულ ბაზარზე? ამის გასარკვევად „კომერსანტი“ ტექნიკის მაღაზიათა რამდენიმე ქსელს დაუკავშირდა. „ზუმერის“ მარკეტინგის მენეჯერის ეთერ მერაბიშვილის განცხადებით, პრემიუმ კატეგორიაში ჰუავეისთან შედარებით გაცილებით კარგად იყიდება სამსუნგის პროდუქცია. ეს კი, მისი შეფასებით, შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მომხმარებელს სამსუნგისადმი ჰუავეისთან შედარებით გაცილებით დიდი ნდობა აქვს. მისი განმარტებით, სამსუნგის “ა“ სერია აიფონ 6S-ის კონკურენტია, სამსუნგის „ა“ სერიას კი, თავის მხრივ, ჰუავეი უწევს კონკურენციას. 


 „აიფონი,“ მერაბიშვილის თქმით, საერთოდ კონკურენციის მიღმაა. რაც შეეხება “სონის“, ამ ბრენდის სმარტფონებს ქართულ ბაზარზე ყველაზე ნაკლები მომხმარებელი ყავს, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს ტექნოლოგიური თვალსაზრისით საზოგადოების ძირითად მოთხოვნებს. 


სტაბილურია“ლენოვოს“ მომხმარებელთა რაოდენობა, თუმცა კონკურენტუნარიანობა მზარდი არაა და ეს ბრენდი „ეფლსა“ და „სამსუნგს“ კონკურენციას ვერ უწევს.

 

ცოტა ხნის წინ,მაღაზია “ზუმერმა“ ბაზარზე ჩინური ბრენდის, Xiaomi-ს სმარტფონები შემოიტანა, რომლებმაც ქართველი მომხმარებლის ნდობა უკვე დაიმსახურა. Xiaomi-ს სმარტფონები იწყობა ჩინეთში, Foxconn-ის ქარხანაში, ანუ იგივე ქარხანაში სადაც იწყობა ეფლი.




საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up