ჩინური ბანკები რუსული კომპანიების ანგარიშებს მასობრივად ხურავენ

ჩინური ბანკები რუსული კომპანიების ანგარიშებს მასობრივად ხურავენ

access_time2018-11-09 20:00:26

ჩინური კომერციული ბანკები მასობრივად იშორებენ რუს კლიენტებს - მათ ანგარიშებს ხურავენ, ბლოკავენ ტრანზაქციებს და მათ ყველაზე მარტივ ოპერაციებზეც კი უარს ეუბნებიან. ერთ-ერთი ასეთია ვალუტის გადაცვლა - განაცხადა კომპანია Skymax-ის მმართველმა იროგ შიბანოვმა.



ბიზნესმენი, რომელიც მუშაობს როგორც თავად ჩინეთში, ისევე ჰონკონგში, აცხადებს, რომ პრობლემები 1,5 წლის წინ დაიწყო. პირველ ეტაპზე, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ კომპანიები, რომელთა მიმართ აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები ამოქმედდა, თუმცა, ამჟამად ჩინური ბანკები ყველა რუსულ კომპანიას „ტოქსიკურად“ მიიჩნევენ, იმის მიუხედავათ, მოქმედებს მათ მიმართ აკრძალვები თუ არა. ამიტომ, ისინი როგორც კორპორაციულ ტრანზაქციებს,ისე ფიზიკური პირების ბარათებს ბლოკავენ.



„ჩინეთში კომპანიის დაფუძნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა, რუსული პასპორტით შეუძლებელია ბანკში მარტივი ანგარიშის გახსნაც კი. თუ კომპანიის დამფუძნებელი ან დირექტორი რუსეთის მოქალაქეა - ეს გამორიცხულია“ - ამბობს შიბანოვი.



„ბანკებმა ჯერ ახლად დაფუძნებული კომპანიების წმენდა დაიწყეს.ეუბნებოდნენ, რომ აძლევდნენ ერთ კვირას იმისთვის, რომ გაეტანათ ფული და დაეხურათ ანგარიშები. თანაც, ეს ხდებოდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. შემდეგ ეს 3-4 წლის წინ დაფუძნებულ კომპანიებამდეც მივიდა“ - ყვება ბიზნესმენი.



მისი თქმით, ჩინელები სწრაფად და დაუნდობლად მოქმედებენ.„მაგალითად. ბანკის ურეკავს კლიენტს ტელეფონზე. თუ ის არ პასუხობს , დაუყოვნებლივ ხდება მისი ანგარიშების დაბლოკვა ისე, რომ ვერ ერთ ცენტს უკან ვერ იღებს. თუ უპასუხებდი, ფულის გატანისთვის ერთ კვირიან ვადას გაძლევდნენ. მე მქონდა ისეთი კომპანიების ანგარიშები, რომლებიც ჩინეთში 10-15 წელს მუშაობდნენ და წესით მათ არანაირი პრობლემები არ უნდა ჰქონოდათ. ყველამ იცის, რომ ეს სერიოზული კომპანიებია და არა ერთდღიანი ფულის გათეთრების საშუალებები. საბოლოო ჯამში, ტრანზაქციები მათ ანგარიშებზეც შეწყდა“ - ამბობს შიბანოვი.



ბანკების ხელმძღვანელობასთან პირადად დაკავშირების მცდელობები უშედეგოა.



„რაღაც დონეზე ზემოთ ვერ ახვალ. იმ დონეზე, კი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ასვლა, გვეუბნებიან , რომ მიდის ბრძოლა ფულის გათეთრებასთან. თქვენი ქვეყანას რისკის ზონაშია, ამიტომაც მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება“ - განაცხადა ბიზნესმენმა.



ჩინურ ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები პირად ანგარიშებთან დაკავშირებითაც უჩნდებათ.მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც პრობლემებს რუსი ტურისტებიც აწყდებიან. ხშირად ისინი ვერ ახერხებენ ვალუტის გადაცვლასაც კი . როგორც კი ისინი ბანკში რუსულ პასპორტს წარადგენენ, მათ ფაქტობრივად აგდებენ . ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო ბანკებზეც.



აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვი პრობლემის არსებობას აღიარებს.„სირთულეები დაკავშირებულია ჩინური ბანკების მიერ მესამე ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციასთან“ - განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ჩინეთში ვლადიმერ დანილოვმა.


მისი თქმით, ბლოკირების ქვეშ ხვდებიან ისეთი კომპანიებიც კი, რომელთა მიმართ სანქციები არ მოქმედებს. ამის შედეგი რუსული ბანკების ტრანზაქციების შეჩერებაა. პრობლემები ჩინელებთან ურთიერთობაში აქვთ არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ რუსულ ბანკებსაც.



„ჩვენს ბანკებს ჩინეთში დიდი პრობლემები აქვთ - საკორესპოდენტო ანგარიშების გახსნის სტადიაზეც კი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სანქციებთან. დღევანდელ სიტუაციაში უნდა მოიძებნოს პრობლემების მოგვარების გზები“ - ამბობს რუსეთი ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ანატოლი კოზლაჩკოვი.



თუმცა, ამ გზების ძიება მიმდინარეობს უკვე 3 წელია, თუმცა, უშედეგოდ. პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინური ბანკები უარს ამბობენ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე და მკვეთრად შეამცირდა რუსულ ბიზნესთან გარიგებების რაოდენობა, „VTB ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა იური სოლოვიოვმა ჯერ კიდევ 2015 წელს გაავრცელა.



finanz.ru






ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up