ჩინეთში საქართველოს ელჩი - სადაც დაავადების გავრცელების წყაროა საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება

ჩინეთში საქართველოს ელჩი - სადაც დაავადების გავრცელების წყაროა საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება

access_time2020-01-24 23:00:25

ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, საქართველოს არცერთ მოქალაქეს, ვინც ამჟამად ჩინეთის ტერიტორიაზე იმყოფება, კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის საფრთხე არ შექმნია. როგორც არჩილ კალანდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, რეგიონში, სადაც კორონა ვირუსის გავრცელების წყაროა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, რომლებთანაც საელჩოს კონტაქტი 24-საათიან რეჟიმში აქვს.


„სადაც არის დაავადების გავრცელების წყარო იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი, ისინი იმყოფებიან უსაფრთხოდ და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ამასთანავე ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში და საბედნიეროდ არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი, გვიკავშირდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საფრთხე არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, არც დაფიქსირდება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვეკონტაქტებით ჩინეთის სახელმწიფო უწყებებს და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს, თუმცა, იმედი გვაქვს, ეს საჭიროება არ დადგება“, - განაცხადა კალანდიამ.


რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარკეტებში პურისა და წყლის მარაგი იწურება, როგორც ელჩი ამბობს, ეს დროებითია.


„ჩინეთის ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გეგმავს შეიტანოს პროდუქტები იქ, სადაც არის დეფიციტი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქ უხანში პანიკა არ შეიმჩნევა. არასასიამოვნო ვითარებაა, როცა ქალაქი ჩაკეტილია და არავის აქვს უფლება, ქალაქის დატოვების ან ქალაქში შესვლის, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა ხდება არა იმიტომ, რომ იქ ხალხი ქუჩაში ცუდად ხდება და გარდაცვალების შემთხვევებია მაღალი, არამედ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს პრევენციულ ქმედებებს, შესაბამის სანიტარულ ოპერაციებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ინფიცირების, დაავადებულთა რიცხვი და არ გავრცელდეს სხვადასხვა რეგიონებზე და ქვეყნებში“, - განაცხადა კალანდიამ.



„პალიტრანიუსის“ ეთერით ელჩმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან მითითებები, რასაც ხელისუფლება სთხოვს ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს - იარონ პირბადით, არ იყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენა.


კითხვაზე: რამდენად უსაფრთხოა, ჩინეთში საქართველოს მოსახლეობის ამ პერიოდში სტუმრობა? -არჩილ კალანდიამ აღნიშნა, რომ „ცხადია, იმ რეგიონში, სადაც ინფიცირების წყაროა, კატეგორიულად არ ვურჩევ ვინმეს ჩასვლას და იმედია ასე არ მოხდება“.


„სხვა რეგიონებში და ჩინეთის დიდ ქალაქებში მათ შორის პეკინში, შანხაიში, ტიანძინში და ა.შ. ამ ეტაპზე არ არის აკრძალვები დაწესებული მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მხრიდან. საზღვრები გახსნილია. ხდება აქტიური შემოწმება საზღვარზე,როგორც ჩინეთის ტერიტორიიდან გამსვლელების, ასევე შემომსვლელების, რომ მაქსიმალური პრევენცია მოხდეს დაავადების გავრცელების, ასე რომ, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ გამომდინარე იქედან, რომ ხვალ იწყება ჩინური ახალი წელი, მილიონობით ადამიანია გასული და მიმოფანტული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, ელოდებიან ინფიცირებულთა ზრდას თებერვლის დასაწყისში, როცა ასობით მილიონი ადამიანი დაუბრუნდება თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია. დიდი ალბათობით, ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ყველა საჭირო ზომა არის მიღებული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ მასშტაბები შემცირებული იყოს“, - განაცხადა კალანდიამ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ჩინეთიდან ჩართვისას.



ipn.ge

თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up