ჩინეთში სამუშაო ძალა ძვირდება - დაკარგავს თუ არა ჩინეთი იაფი მუშა-ხელის სტატუსს?

ჩინეთში სამუშაო ძალა ძვირდება - დაკარგავს თუ არა ჩინეთი იაფი მუშა-ხელის სტატუსს?

access_time2017-02-28 19:30:18

ჩინეთის საწარმოებში დასაქმებულების საშუალო ხელფასი ბრაზილიის და მექსიკის მაჩვენებელს აღემატება. როგორც Vedomosti-ი წერს, ჩინელების ხელფასი სულ უფრო უახლოვდება საბერძნეთს და პორტუგალიას.

 

 

Euromonitor International-ს მონაცემებით, 2005-2016 წლებში ჩინელი მუშების ხელფასი გასამმაგდა და მიაღწია 3,6 დოლარს საათში. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის ყველა დარგს, ხელფასები ჩინეთში უფრო მაღალია, ვიდრე ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანაში ჩილეს გარდა.

 

 

ამასთან, Vedomosti-ის ინფორმაციით, რუსეთში საწამოებში მუშებს იმაზე ნაკლებს უხდიან, ვიდრე ჩინეთში. ბრაზილიაში კი ამავე პერიოდში საშუალო ხელფასი შემცირდა 2,9-დან 2,7 დოლარამდე საათში, მექსიკაში - 2,2 დან 2,1-მდე, სამხრეთ აფრიკაში - 4,3-დან 3,6-მდე. ინდოეთშიც კი, რომლის ეკონომიკაც სწრაფად იზრდება, დასაქმებულები საათში 70 ცენტს იღებენ.

 

 

პორტუგალიაში, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სერიოზული ეკონომიკური კრიზისი განიცადა, საათში საშუალო ხელფასი შემცირდა 6,3-დან 4,5 დოლარამდე, რის გამოც ის ამჟამად ჩამორჩება რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას.

 

 

Euromonitor-ს კვლება აჩვენებს ჩინეთში მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ შრომის ნაყოფიერების ზრდა გამოიწვევს ხელფასების ზრდას მრეწველობაში, მაგრამ ამავე დროს, ზუსტად ამან შეიძლება დააკარგინოს ჩინეთს თავისი ტრადიციული კონკურენტული უპირატესოვა სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებთან შედარებით - იაფი სამუშაო ძალა. თუმცა ასე თუ ისე, ადგილი აქვს დიდ წარმატებას.


 

 

„საოცარია, რა პროგრესს მიაღწია ჩინეთმა სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. ჩინეთი უკვე უახლოვდება დასავლეთს - ბევრი სხვა სახელმწიფოსგან განსხვავებით" - ამბობს „რენესანს-კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი ჩარლზ რობერტსონი.

 

 

კვლევამ ასევე ცხადყო ლათინური ამერიკის ქვეყნების პრობლემები, სადაც ხელფასები არათუ არ იზრდება, არამედ მცირდება. ასევე მძიმე სიტუაციაა საბერძნეთში, სადაც საშუალი ხელფასი 2009 წლის შემდეგ შემცირდა თითქმის ორჯერ.

 

 

ჩინელების შემოსავლების ზრდას ხელს უწყობს ქვეყნის მჭიდრო ინტერგაცია საერთაშორისო ეკონომიკაში 2011 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის შემდეგ.

 

 

ხელფასები მრეწველოვაში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩინეთში, თუმცა სხვა დარგებში შემოსავლები ბევრად ნაკლებია, შესაბამისად, ქვეყანაში მწვავედ დგას უთანასწორობის პრობლემა. თუმცა, საშუალო ხელფასები ჩინეთში მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ბრაზილიაში, მექსიკაში, კოლუმბიაში, ტაილანდში და ფილიპინებში.

 

 

Euromonitor-ის ანალიტიკოსის ორუ მოუხიდინის თქმით, შრომის ნაყოფიერება ჩინეთში იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ხელფასები.

 

 

კიდევ ერთი უპირატესობაა - შიდა ბაზრის მოცულობაა, რომელიც ცოტა ხანში მიაღწევს მსოფლიოს ბაზრის 20%-ს და გაუტოლდება ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის დონს. შედარებისთვის - ამჟამად ინდოეთის ბაზრის მოცულობა შეადგებს მსოფლიო ბაზრის 4,8%-ს, ბრაზილიის - 3,3%. ამ ორი უპირატესობის გამო, ინვესტორებისთვის ჩინეთში წარმოება მაინც რჩება ძალიან მომგებიანი - მზარდი ხელფასების მიუხედავად

 

 

ავტორი: Vedomosti.ru



„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up