ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2016-07-28 15:24:37

„სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა, რომელიც ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


ხელმოწერის ცერემონია შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის შენობაში ჩატარდა. შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების მოტანის თვალსაზრისით.


მემორანდუმზე ხელმოწერა შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის და „Xinhua Net“-ის (შინჰუა ნეტი) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „ქართული ღვინის ზაფხული.“


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით. „ჩვენ ვაფასებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევას ამ მიმართულებით. უკანასკნელ წლებში განხორციელდა მთელი რიგი ვიზიტები მაღალ დონეზე, წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას საქართველოსა და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში გამართულ საერთაშორისო დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში.


აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ასახულია ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ კომპანიებსა და ბიზნესპროექტებს, რომელთა მეშვეობით ხელი შეეწყობა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.


ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მეორე მემორანდუმიც, რომელიცითვალისწინებს შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას. ცენტრში საქართველოსთვის გამოიყოფა 200 კვადრატულ მეტრამდე ფართი, რომელიც სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსაკარგავად გადაეცემა. ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია და ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო მასალა. აქ უკვე წარმოდგენილია ოცამდე ქვეყნის ღვინის ეროვნული პავილიონი. მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა მოაწერა.


ღონისძიების ბოლოს „დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო მედიაპორტალ „სინჰუა ნეტს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ იქნება პირველი, რომლის პროდუქციაც ოფიციალურად ჩაეშვება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” ქსელში. პირველ ეტაპზე ხელი ეწერება 300 000 ბოთლი ღვინის ექსპორტს საქართველოდან ჩინეთში.


ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ. ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.


ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლი და სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს.


ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს „Silk Road Chamber of International Commerce“-თან. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გასულ წელს „Silk Road Chamber of International Commerce“-ის მიერ ჩინეთში ჩატარებულ ბიზნეს ფორუმს ესწრებოდნენ, წელს კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი სტუმრობდა საქართველოს. 2016 წლის 6 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ შიანში დაგეგმილ „Silk Road Chamber of International Commerce“-ის სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად მიწვეულია, როგორც საპატიო სტუმარი.




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 18:00:33
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის" პროექტშია...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...


მსგავსი სიახლეები

up