დღეს, ჩინეთში ნავთობის ფასი დაეცა. ამის მიზეზი, გამკაცრებული საკარანტინო ზომების გამო, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენელების ნიშნები გახდა.
შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI), ჩინეთის წარმოების ინდუსტრიისთვის, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა და 49.2 პუნქტს მიაღწია. სექტემბერში ეს მონაცემი 50.1 იყო. როცა ინდექსის ღირებულება 50 პუნქტზე დაბალია, ეს სექტორში აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.
ოქტომბრის თვეში ჩინეთში არამანუფაქტურული PMI სერვისების ინდექსიც (non manufacturing pmi) დაეცა და 48,7-ს მიაღწია, სექტემბერში - 50.6 იყო.
Brent ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ორშაბათს 9:15 საათისთვის 95,03 დოლარი იყო ბარელზე, რაც წინა სესიის დახურვის ფასზე 0,74 დოლარით (0,77%) დაბალია. პარასკევს, ვაჭრობის შედეგად, ეს კონტრაქტები 1,19 დოლარით (1,2%) შემცირდა და ბარელზე 95,77 აშშ დოლარი შეადგინა.
დეკემბრის ფიუჩერსებს ვადა ორშაბათს, ბაზრის დახურვისას, გასდის. უფრო აქტიურად გაყიდვადი იანვრის კონტრაქტები 0,69 აშშ დოლარით (0,74%) დაეცა და ბარელზე 93,08 დოლარამდე შემცირდა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა