ჩინეთში კორონავირუსის სიმპტომების დამალვისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღეს

ჩინეთში კორონავირუსის სიმპტომების დამალვისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღეს

access_time2020-02-17 16:30:00

ჩინეთის სასამართლომ კორონავირუსის სიმპტომების დამალვისა და ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცლებისთვის უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა დააწესა. ინფორმაცია 15 თებერვალს „ბეიჯინგ დეილიმ” გაავრცელა პეკინის სასამართლოს დადგენილებაზე დაყრდნობით.


გარდა ამისა, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ მათ, ვინ შეეცდება თავისი მოგზაურობის ისტორიის დამალვას. იმ პირებს კი, ვინც დაავადდა ე.წ. კორონავირუსით და შემდეგ გაავრცელა ის, „ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის შექმნაში” დასდებენ ბრალს.


სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება მათ წინააღმდეგაც, ვინც უარს იტყვის მკურნლობასა და კარანტინზე იმ შემთვევაში, თუ მათ გამო სხვა ადამიანებს დაემუქრებათ საფრთხე ან გადაედებათ კორონავირუსი.


„ბეიჯინგ დეილის” ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „ინფექციური დაავადების გამომწვევის წინასწარგანზრახული გადაცემა” დაისჯება 10 წლიანი ან უვადო პატიმრობით, „განსაკუთრებულ შემთხვევებში” კი ამ კანონის დამრღვევებს სიკვდილით დასჯიან.


შესაბამისად, ჩინეთის მოქალაქეებს, რომელთაც დაუდასტურდათ კორონავირუსი ან არსებობს ეჭვი, რომ დაავადებულები არიან, ეკრძალებათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზებით – თვითმფრინავებით, მატარებლებითა და ავტობუსებით.



სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ მათ, ვინც ეპიდემისს ზონიდან დაბრუნდა, თუმცა კარანტინზე უარი თქვა. ეპიდემისს ზონიდან დაბრუნებულები იძულებულები არიან კიდევ ორი კვირა დაჰყონ მეთვალყურეობის ქვეშ კარანტინში, რომელსაც ან სახლში ან საავადმყოფოში გაატარებენ, უარის შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან.


14 თებერვალს ეპიდემიის ცენტრის, ქალაქ უხანის მთავრობამ კარანტინის რეჟიმი უფრო მეტად გაამკაცრა – ახალი კანონების თანახმად, მოქალაქეებს ერთი მიკრორაიონიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ შეეხებათ მათ, ვისაც გადაადგილება ექიმის დანიშნულების გათვალისწინებით სჭირდება.


16 თებერვალს გავრცელებული ცნობების თანახმად, ე.წ. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1669 შეადგინა. ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთში 68 500 გადააჭარბა, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ 69 264 ადამიანია დაავადებული.


15 თებერვალს ევროპაში პირველი ადამიანი შეეწირა კორონავირუსს – საფრანგეთში 80 წლის ტურისტი გარდაიცვალა, რომელიც ჩინეთიდან იყო ჩამოსული. იგი ხუბეის პროვინციიდან 16 იანვარს ჩავიდა საფრანგეთში და 25 იანვარს კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ასმის პარალელურად, ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა სამ საათში შექმნა მას შემდეგ, რაც ინფექციასთან დაკავშირებული შესაბამისი კვლევის შედეგი მიიღო. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფოქსი” ავრცელებს.


ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერების ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინის ტესტრებას ზაფხულში დაიწყება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სან-დიეგოს ლაბორატორიაში შეიქმნა:


„ვაქცინის შექმნა ძალიან სწრაფად შევძელით, მას შემდეგ, რაც ვირუსის დნმ შედეგი მივიღეთ. ახლა, ჩვენი მიზანია, მისი ტესტირება აშშ-ში, უკვე ზაფხულში დავიწყოთ”, – აცხადებენ მეცნიერები.


წყარო: “რეზონანსი”





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up