ჩინეთში ფონოგრამა კანონის ძალით აიკრძალა

ჩინეთში ფონოგრამა კანონის ძალით აიკრძალა

access_time2021-03-28 18:00:01

ჩინეთში ძალაში ხელოვნების მოღვაწეებისთვის ე.წ. „მორალური კოდექსი“ შევიდა. ახალი წესები მსახიობებისთვის, მუსიკოსებისთვის, მოცეკვავეებისთვის, ოპერის მომღერლებისთვის, ცირკის აკრობატებისთვის და ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვა პროფესიიის ადამიანებისთვის „თვითდისციპლინის ზომებს“ წარმოადგენენ.


ჯერ კიდევ 2014 წელს ჩინეთის კომპარტიის ყრილობაზე ქვეყნის მეთაურმა სი ძინ პინმა განაცხადა, რომ „ხელოვნება ხალხს და სოციალიზმს უნდა ემსახურებოდეს“. ამის შემდეგ 7 წელი გავიდა და ჩინეთის ლიდერის სიტყვიერმა მოწოდებამ კანონის ძალა მიიღო. ის სავალდებულოა ყველასთვის, ვინც სცენაზე გამოდის ან გამოსვლას გეგმავს.


7 წელი ცოტა არაა, თუმცა, კანონი ძალიან დროულად იქნა მიღებული. სადღეისოდ, ჩინელ პოპ-შემსრულებლებს, მსახიობებს და შემოქმედებითი ელიტის სხვა წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში ასობით მილიონი ხელმომწერი ჰყავთ.


კუმირებს თვალს მათი თაყვანისმცემლები ადევნებენ, ისინი ახალგაზრდებში ქცევის წესებს აყალიბებენ და ამ ფონზე უცნაური იქნებოდა, ამაზე კომპარტიის იდეოლოგიურ აპარატს ყურადღება რომ არ მიექცია.


ჩინეთის შემოქმედებით ელიტა ხელისუფლების ნებას ყოველთვის ითვალისწინებდა, 2017 წელს მუსიკოსებმა ასობით სიმღერა „თავჯდომარე სის ახალ კურსს“ მიუძღვნეს, 2019 წელს აქტიურად ახდენდნენ ე.წ. „სოციალური კრედიტის“ პროგრამის რეკლამირებას.



რამდენიმე სიმღერა სტრატეგიულ ინიციატივა „სარტყელი და გზა“-საც კი შეეხებოდა.


თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ოფიციალური პეკინი ხელოვნებას როგორც „რბილ ძალას“ აფასებს და შესაბამისად, კონტროლსაც ამკაცრებს. მუსიკის და კინოს ვარსკლავები, რომლებიც ასობით მილიონი ჩინელის კუმირები არიან, საკუთარი მაგალითით სახელმწიფოს უნდა ემსახურონ.


„თვითდისციპლინა“ გულისხმობს, რომ: შემოქმედებით ელიტას სამშობლო უნდა უყვარდეს, პარტიის პოლიტიკას მხარს უჭერდეს, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს და რა მთავარია, პასუხისმგებლიანი, ოჯახური ცხოვრების მაგალითი უნდა იყოს.


ასევე კოდექსი აკრძალვებს დიდი ჩამონათვალს შეიცავს. შემოქმედებითი ადამიანებისთვის დაუშვებელია, ეროვნული ერთიანობის, სუვერენიტეტის, და ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენება, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება, სხვადასხვა ჯგუფებისადმი სიძულვილის პროპაგანდა, რელიგიის საკითხებში ეროვნული პოლიტიკის უარყოფა და სექტების პროპაგანდა.


ასევე მათთვის კატეგორიულად აკრძალულია პორნოგრაფიაში მონაწილეობა, აზარტული თამაშები, ნარკოტიკები, კრიმინალში ჩართულობა.


აკრძალვების შორისაა გამოსვლის დრო ფონოგრამის გამოყენება, აფიშაზე წინასწარი შეტყობინების გარეშე.


„თვითდისციპლინის წესების“ დარღვევა საკმაოდ მკაცრად ისჯება, გამოსვლების აკრძალვა 1-დან 5 წლამდე. დარღვევის სიმძიმის მიხედვით. უკიდურეს შემთხვევებში შესაძლებელია შემსრულებლის სცენიდან სამუდამო განდევნაც.


haqqin.az

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
ფონოგრამა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up