ჩინეთში, ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების რეკორდული რაოდენობის დოზები გაიხარჯა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, 23 ივნისს ჩინეთში ვაქცინების 24 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.
ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში ვაქცინების 1.096 მილიარდი დოზა გაიხარჯა.
ჩინეთის მთავრობა მოსახლეობის 40%-ის სრულად ვაქცინირებას ივლისისთვის გეგმავს.
ჩინეთში ვაქცინაციის კამპანიისთვის ადგილობრივი წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს იყენებენ. ორივე კომპანიის ვაქცინა ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული საგანგებო გამოყენებისთვის.
imedinews.ge