ჩინეთში ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმასის ნივთებს აკრძალავენ

ჩინეთში ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმასის ნივთებს აკრძალავენ

access_time2020-01-20 12:20:07

ჩინეთში ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმასის ნივთებს აკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.



არადეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკების გამოყენება, ჩინეთის დიდი ქალაქებში, 2020 წლის ბოლოდან აიკრძალება.



მთელი ქვეყენის მასშტაბით ეს შეზღუდვა 2022 წელს ამოქმედდება.



ამავე დროს, 2020 წლის ბოლომდე რესტორნებს აუკრძალავენ ერთჯერადი საწრუპების გამოყენებასაც.




ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომისიის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, მომდევნო ხუთ წელიწადში, ჩინეთში ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენება 30 პროცენტით უნდა შემცირდეს.



ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2010 წელს ჩინეთში 60 მილიონი ტონა ნარჩენი დაგროვდა. ამასთან გადამუშავებული ნარჩენების შესახენ ინფორმაცია ცნობილი არ არის.



ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა აზიაში, რომელმაც პლასტმასის ნივთების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. პოლიეთილენის პარკები 2021 წელს აიკრძალება ტაილანდსა და ინდონეზიაში.



1tv.ge







ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს
access_time2020-09-22 16:00:20
„თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს“, - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალი პროდუქტი „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით წარადგინა. არის თუ არა „მთის წყალი“ საუკეთესო მტკნარი წყლის ბაზარზე და როგორ ხვდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები ახალი კონკურენტის გამოჩენას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „წყალი მარგებელი“ დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა...

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა
access_time2020-09-22 12:30:19
„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა...

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს
access_time2020-09-22 12:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2350 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2810...


მსგავსი სიახლეები

up