ჩინეთის ხელისუფლებამ პროფესორი დააკავა, რომელიც ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრიტიკებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP დაკავებულის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით,სამართალმცოდნე, ცინჰუას უნივერსიტეტის პროფესორი, სუ ჟანრუნი, რომელიც ჩინეთის მთავრობის კრიტიკითაა ცნობილი, სამართალდამცველებმა მის სახლში დააკავეს.
მიმდინარე წლის თებერვალში პროფესორმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის ლიდერს ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიცრუესა და ცენზურაში ადანშაულებდა.
imedinews.ge