ჩინეთში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანი აღმოჩნდა

ჩინეთში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანი აღმოჩნდა

access_time2020-03-18 15:40:42

ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში ეფექტიანი აღმოჩნდა პრეპარატი, რომელსაც იაპონიაში გრიპის ახალი შტამების სამკურნალოდ იყენებენ. ამის შესახებ იაპონური მედია იუწყება.ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ბიოტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ჟანგ სინმინის განცხადებით, ანტივირუსულმა პრეპარატმა ფავიპირავირმა, რომელიც იაპონური კომპანია Fujifilm-ის შვილობილმა ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შექმნა, იმედისმომცემი შედეგები აჩვენა უხანსა და შენჟენში 340 პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ცდებისას.


ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი აივ ინფექციისა და მალარიის პრეპარატებით განკურნეს
მსგავსი: ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით...


როგორც ჟანგმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეპარატს აქვს უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელი და აშკარად ეფექტიანია მკურნალობაში.იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ცნობით, უხანში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც პრეპარატი მისცეს, ტემპერატურა ნორმალურ ნიშნულზე 2,5 დღეში დაუბრუნდათ, მათ კი, ვისაც ამ წამლით არ უმკურნალეს, 4,2 დღეში.


გარდა ამისა, ჟანგი აცხადებს, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტებმა ხველა საშუალოდ 4,57 დღეში დაძლიეს, პრეპარატის გარეშე კი 5,89 დღეში. მისივე თქმით, მედიკამენტმა რაიმე აშკარა გვერდითი ეფექტები არ აჩვენა.


ჟანგ სინმინის განცხადებით, ჟენშენში ჩატარებული ცდებისას აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულ პაციენტებს მედიკამენტის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ ტესტმა ინფექციაზე უკვე უარყოფითი პასუხი უჩვენა, პრეპარატის გარეშე კი უარყოფითი პასუხის მიღებას საშუალოდ 11 დღე დასჭირდა.



გარდა ამისა, ფავიპირავირით ნამკურნალებ პაციენტთა 91 პროცენტში ფილტვების მდგომარეობის გაუმჯობესება რენტგენულმა კვლევებმაც დაადასტურა; იმ პაციენტებში კი, რომლებსაც ამ პრეპარატით არ მკურნალობდნენ, ეს მაჩვენებელი 62 პროცენტი აღმოჩნდა.


პრეპარატი ფავიპირავირი, რომელიც ავიგანის სახელითაც არის ცნობილი, 2014 წელს კომპანია Fujifilm Toyama Chemical-მა შექმნა.The Guardian-ის ცნობით, კორონავირუსის მსუბუქი და საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტებში ამავე პრეპატრატს კლინიკურ კვლევებში იაპონიაშიც იყენებენ.


იაპონური გამოცემა Mainichi Shimbun-ის ცნობით, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროდან მას ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ პრეპარატი არც ისე ეფექტიანი აღმოჩნდა მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტებში.


2016 წელს, იაპონიის ხელისუფლებამ ფავიპირავირი გადაუდებელი გამოყენებისთვის ებოლასთან საბრძოლველად გაუგზავნა გვინეას.


COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში ამ პრეპარატის ფართო მასშტაბით გამოყენებას მთავრობის ნებართვა სჭირდება, რადგან მედიკამენტი გრიპის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი.


მომზადებულია The Guardian-ისა და nhk.or.jp-ის მიხედვით.

1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up