ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ კორონავირუსის ახალი ეპიდემაფეთქების შემდეგ შეზღუდვების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ nbcnews წერს.ჩინეთში, შულანის რაიონში კოვიდინფექცია 15 ადამიანს დაუდგინდა,რის გამოც 290 მოქალაქის იზოლირება გახდა საჭირო. ამის გარდა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა და ჩაიკეტა ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი.
ხელისუფლებამ, ქალაქი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა. აიკრძალა მატარებლების და ტრანსპორტის მოძრაობა. გამოსნაკლისი დაუშვეს, მხოლოდ მაშველებზე. ქალაქში შესვლა აკრძალულია. დაიხურა სკოლები, ბიბლიოთეები, სპორტული ცენტრები. მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში.
გამოცემის ცნობით, ჩინეთში გასულ შაბათ-კვირას სულ კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 82 918 ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 4633.
ამის გარდა, სამხრეთ კორეამ, რომელმაც გასულ კვირას სოციალური დისტანციის დაცვაზე მოთხოვნები შეარბილა, ეპიდაფეთქების ახალი ტალღა დაფიქსირდა, რაც სეულში ღამის კლუბების გახსნას უკავშირდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არაა პანდემიის მეორე ტალღა, თუმცა სეულში ღამის კლუბები დაიხურა და სკოლების გახსნა გადაიდო.
სამხრეთ კორეაში სულ კორონავირუსის 10,874 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 256 ადამიანი დაიღუპა, 9,610 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge