ჩინეთს ცენტრალური აზია მიაქვს - რუსეთის გარეშე

ჩინეთს ცენტრალური აზია მიაქვს - რუსეთის გარეშე

access_time2022-01-28 20:00:00

25 იანვარს ჩინეთის ლიდერი სი ცზინპინი ონლაინ-ფორმატში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებს შეხვდა. ოფიციალური მიზეზი - ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი.

 

საუბარი „მეგობრული და თბილი აღმოჩნდა“ - შედეგად, სამიტის მონაწილეებმა შექმნეს ახალი პლატფორმა - „ჩინეთი - ცენტრალური აზია“, რომელიც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამხანაგ სის მიზანია - ცენტრალური აზიის „პატარა ჩინეთად“ ჩამოყალიბება, რისთვისაც შანჰაის ფორმატის თანამშრომლობა არასაკმარისია - ის ძალიან გაფართოვდა და ელასტიურობა დაკარგა.

 

უარს ამ გაერთიანებაზე ჩინეთი, რა თქმა უნდა, არ იტყვის, მაგრამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის ახალი გაერთიანება - „ცენტრალური აზია - ჩინეთი“ შეიქმნა. მას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთისთვის და აბრეშუმის გზის პროექტისთვის, რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი უკვე გაკეთდა, თუმცა, მეტის გაკეთება იგეგმება.

 

კერძოდ, ამუშავდა ნავთობსადენი „ყაზახეთი-ჩინეთი“, საავტომობილო მაგისტრალი „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“, ჩინურ-უზბეკური ინდუსტრიული პარკი და საავტომობილო მაგისტრალი „ჩინეთი - უზბეკეთი - ტაჯიკეთი“.

 

ეს უკვე მოქმედი ინფრასტრუქტურაა, რომელსაც მოგება უკვე მოაქვს და დღეს მთავარი მიზანია მისი პოტენციალის სრულად გამოყენება.


 

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი პროექტების - რკინიგზა „ჩინეთი - ყირგიზეთი-უზბეკეთი“, ერთიანი პლატფორმა „ინტელექტუალური აბრეშუმის გზა“, ცენტრალური აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მოდერნიზება, აგრარული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ზრდა, ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ა.შ.

 

თუმცა, ონლაინ-სამიტის მთავარი შედეგი იყო ის, რაც ხმამაღლა არ ითქვა, მაგრამ აშკარად იგულისხმებოდა - პეკინი უკვე არ მალავს ცენტრალური აზიის „პატარა ჩინეთად“ ქცევის სურვილს. პოსტსაბჭოთა ცენტრალური აზია უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს ჩინური ტექნოლოგიებით და იყოს ჩინური ბაზრის ნაწილი.

 

როგორც ჩანს, ოფიციალურმა პეკინმა გადაწყვიტა, რომ ამის დრო უკვე მოვიდა და დასამალი არაფერია.

 

საინტერესო და საყურადღებო ისაა, რომ არც სამიტის დროს და არც შემაჯამებელ დოკუმენტებში რუსეთი საერთოდ არაა ნახსენებიც კი, ისე, თითქოს ის არ არსებობს. არც ჩინეთი და არც ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას არათუ არ ითხოვენ, არამედ ყველანაირად მიესალმებიან იმას, რომ რუსეთი რეგიონის უსაფრთხოებას თავისი ხარჯით უზრუნველყოფს. ძირითად დივიდენდებს კი ჩინური ბიზნესი და მისი ადგილობრივი პარტნიორები მიიღებენ.

 

საბოლოო ჯამში, რუსეთის გავლენა რეგიონში შემცირდება, რადგანაც მას ეკონომიკური ბერკეტები არ დარჩება, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში ცენტრალური აზიის ქვეყნებში სულ უფრო მეტად დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფიან - რა თქმა უნდა, ჩინეთის დახმარებით.

 

ცენტრალური აზიის ტრანსფორმირება „პატარა ჩინეთად“ სწრაფი და მარტივი არ იქნება, მას გზაზე ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი ელის, მაგრამ პეკინს არსად ეჩქარება. დრო ჩინეთის სასარგებლოდ მუშაობს, თანაც რეგიონში არავინ ჩანს, ვისაც მისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

 

haqqin.az




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up