ჩინეთმა გერმანიის მიმართულებით ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამოქმედა, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის და საბოლოო დანიშნულების წერტილია გერმანიის ქალაქი მანგეიმი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
Сhina.org წერს, რომ მატარებლები ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის ტერიტორიებს გაივლის, ხოლო კასპიის და შავ ზღვებს კომბინირებული საზღვაო–სარკინიგზო გადაზიდვის მეშვეობით გადალახავენ. ჩინეთის ქალაქ სიანიდან 13 აპრილს ამ მარშრუტით პირველი შემადგენლობა დაიძრა, რომელიც სპორტული საქონლითაა დატვირთული.
ახალი მარშრუტი იმ ქვეყნებსა და რეგიონებს გაივლის, სადაც ადრე იშვიათად ხვდებოდა ჩინური ტვირთები. სიანის საერთაშორისო ლოგისტიკის კომპანიაში „ჟუიან“ აღნიშნეს, რომ ამიერიდან ჩინურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნილ ვითარებაში ექსპორტი დაალაგონ, რადგან „გადაზიდვების ეფექტიანობა იზრდება, ხოლო ხარჯი მცირდება“.